ველურის კოშკი
ველურის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ველურაში. აგებულია შუა საუკუნეებში.
სამხრეთ-აღმოსავლეთით 3-4 კმ. ტყიანი გორის წვერზე მდებარე ძეგლი საშუალო ზომის რიყის ქვითაა ნაგები, რომელიც თავისი გეგმით ზურგიან კოშკთა ტიპს განეკუთვნება. მისი სამხრეთი კედელი მთლიანად ხევშია ჩაქცეული, თუმცა ეს გარემოება ხელს არ გვიშლის ნაგებობის თავდაპირველი სახის აღდგენაში. გადარჩენილი კედლების წყობაში არსებული კოჭის სამაგრი ბუდეები მიგვანიშნებს, რომ კოშკი ხუთსართულიანი უნდა ყოფილიყო. პირველი სართული ამოვსებულია ქვებით და მცენარეებით.
მეორე სართული დღესდღეობით პირველ სართულს წარმოადგენს. დასავლეთის კედელში ვერტიკალურად ჩაჭრილი ქვის წყობა მიგვანიშნებს კარის არსებობას. ამავე სართულზე ჩრდილოეთი კედლის წყობა გარღვეულია ოვალურად დაახლოებით მეტრნახევარი დიამეტრით. საფიქრებელია, რომ ეს გვიანდელიღიობი განგრეულია და თავდაპირველ გეგმას არ შეესაბამება. აღმოსავლეთ კედელში სამი სარკმელია გაჭრილი — ორი მესამე სართულზე, ერთი კი — მეოთხეზე.
მეხუთე სართული თითქმის დანგრეულია.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი : ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ.: ილიას ფონდი, 2008. — გვ. 72. 274 გვ, ISBN 978-99928-0-931-0.