ველესის ისტორიული არქივი

მაკედონიის რესპუბლიკის სახელმწიფო არქივის განყოფილება ველესში

ველესის ისტორიული არქივი (მაკედ. Историски архив) — არქივი ქალაქ ველესში. დაარსდა 1954 წელს. 1951-1954 წლებში არქივი ფუნქციონირებდა, როგორც ველესის სახალხო მუზეუმის საარქივო განყოფილება. ამჟამად არის მაკედონიის რესპუბლიკის სახელმწიფო არქივის განყოფილება. ფილიალი განთავსებულია ახალ შენობაში ნაუმ ნაუმოვსკის ქუჩაზე[1]. ველესის განყოფილების დაქვემდებარებაში შედის: ველესის, ჩაშკის, გრადსკოს, როსომანის, ნეგოტინოს, კავადარცის, დემირ-კაპიისა და გევგელიის თემები. განყოფილებას გააჩნია 538 ფონდი და 8 კოლექცია.

ველესის ისტორიული არქივი
მაკედ. Историски архив - Велес

არქივის შენობა
41°43′03″ ჩ. გ. 21°46′16″ ა. გ. / 41.71750° ჩ. გ. 21.77111° ა. გ. / 41.71750; 21.77111
დაარსდა 1954
ქვეყანა ჩრდილოეთ მაკედონიის დროშა ჩრდილოეთი მაკედონია
მდებარეობა ველესის თემი
ოფიციალური საიტი [www.arhiv.gov.mk www.arhiv.gov.mk]
Map

საარქივო ფონდები

რედაქტირება

ყველაზე ძველი დოკუმენტები 1768 წლით თარიღდება. მნიშვნელოვანი საარქივო ფონდებია:

  • მუნიციპალიტეტებისა და მუნიციპალური ადმინისტრაციის საარქივო ფონდები (1918 - 1941 წლები)
  • კიცოვი და ჰაჯი პეტრუშებევის (1800-1918 წლები) ოჯახის კომერციული და პირადი ფონდები

ველესის არქივის აქტივობები

რედაქტირება

ველესის განყოფილებას გამართული აქვს რამდენიმე გამოფენა, სადაც დამთვალიერებლის წინაშე წარმოდგენილი იყო საარქივო მასალები. გამოფენების სახელწოდებებია:

  • „Документи за делувањето на Велешкиот партизански одред Димитар Влахов“,
  • „Револуционерното и творечко живеење на Кочо Рацин“,
  • „Животот и творештвото на Ордан Х. К. - Џинот“ და
  • „Велес во минатиот век“.

1998 წლიდან არქივის ინიციატივით იმართება მუდმივი გამოფენა სახელწოდებით „Велес низ документи и фотографии“.

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-03. ციტირების თარიღი: 2017-11-18.