ვედრი — შენახვის ხელშეკრულების ობიექტი, ანაბარი ძველ ქართულ სამართალში (შევედრება-მინდობა, რწმუნება, მიბარება). დაახლოებით ამასვე ნიშნავდა და ვედრთან ერთად იხმარებოდა „ნამარხევი“ (დამარხვა, ე. ი. შენახვა).

ვედრად შეიძლებოდა დადებულიყო ყოველგვარი მოძრავი თუ უძრავი ქონება, კერძოდ, ფული და ყმა-მამული, ასევე წერილობითი საბუთიც. XIII საუკუნეში არაბულიდან შემოსული ამანათიც, მაგრამ შევედრება და ვედრი კიდევ დიდხანს (XVII ს.) გვხვდება, მეტადრე ლიტერატურაში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ნაკვ. 2, ტფ., 1929, გვ. 466-468