ვედარანიამი
ვედარანიამი (ასევე გამოითქმის როგორც ვედარანიამი და ვედარანიამი) — ქალაქი ნაგაპატინამის რაიონში, ინდოეთის შტატ ტამილნადუში. ქალაქს სახელი ეწოდა მფარველი ქალღმერთისა და ვედარანიესვარარის ტაძრით. ვედარანიამის ისტორია შუა საუკუნეების ჩოლას პერიოდიდან, IX საუკუნიდან იწყება. სხვადასხვა დროს შედიოდა შუა საუკუნეების ჩოლას, გვიანი ჩოლას, გვიანი პანდიასის, ვიჯაიანაგარის იმპერიისა და ბრიტანეთის ოსტინდოეთის შემადგენლობაში. ინდოეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პერიოდში ჩაკრავარტი რაჯაგოპალაჩარმა, რომელიც მოგვიანებით დამოუკიდებელი ინდოეთის პირველი გენერალ-გუბერნატორი გახდა, მაჰათმა განდის მარილის მარშის პარალელურად ვედარანიამში მარილის მარში მოაწყო.
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
ვედარანიამი | |
ქვეყანა | ინდოეთი |
კოორდინატები | 10°22′31″ ჩ. გ. 79°51′01″ ა. გ. / 10.37528° ჩ. გ. 79.85028° ა. გ. |
ფართობი | 36.26 კვადრატული კილომეტრი |
ცენტრის სიმაღლე | 0 მეტრი |
სასაათო სარტყელი | UTC+05:30 |
სატელეფონო კოდი | 9143695 |
საფოსტო ინდექსი | 614810 |
ქალაქი იმართება როგორც მუნიციპალიტეტი, რომლის ფართობი 36.26 კმ²-ია. 2011 წლის აღწერის მიხედვით, ქალაქის მოსახლეობა 34 266 ადამიანს შეადგენს. 1991 წლამდე ვედარანიამი თანჯავურის რიაონში შედიოდა, ხოლო მას შემდეგ ნაგაპატინამის რაიონის შემადგენლობაშია. ქალაქი ნაყოფიერი კაუვერის დელტის რეგიონის შემადგენლობაშია, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი მარილის მოპოვებითა და კრევეტების მრეწველობითაა დაკავებული.
ეტიმოლოგია
რედაქტირებავედარანიამს სახელი ეწოდა ვედარანიესვარარის მიხედვით. ქალაქში მდებარეობს ვედარანიესვარარის ტაძარი, ინდუისტური სალოცავი, რომელიც შივას ეძღვნება. წარსულში ქალაქს ტირუმარაიკადუ ეწოდებოდა,[1] რაც ნიშნავს ადგილს, სადაც ვედები წარმოიშვა. ინდუისტური ლეგენდის მიხედვით, ამ ტერიტორიაზე ვედები შივას სცემდნენ თაყვანს, რის გამოც ვედარანიამი ეწოდა.[2][3][4] მეორე ინდუისტური ლეგენდის მიხედვით, რამა, ღმერთ ვიშნუს მეშვიდე ავატარი, ვედარანიამს ეწვია, რათა დემონ მეფე რავანასთან ომში ჩადენილი ცოდვებისგან განწმენდილიყო.[5][6] რამას ანაბეჭდებს, რომელიც ვედარანიამის მახლობლადაა შემონახული, რამარ პადამის ეწოდება.[6] ტამილური ლეგენდის თანახმად, შივას თაყვანისცემის შემდეგ ვედებმა ტაძრის კარიბჭეები ჩაკეტეს.[4] ნაიანარებს, აპარსა და სამბანდარს, ტაძარში შესვლა არ შეეძლოთ. სამბანდარის თხოვნის შემდეგ, აპარმა შივას ჰიმნი მიუძღვნა, რის შემდეგაც კარიბჭეები გაიხსნა, ხოლო სამბანდარის მიძღვინილმა ჰიმნმა ისინი კვლავ დაკეტა.[7][4]
გეოგრაფია
რედაქტირებავედარანიამის საშუალო სიმაღლე 1 მეტრია. მდებარეობს ბენგალის ყურის კორამანდელის სანაპიროზე. ვედარანიამის ჭაობი პალკის სრუტის პარალელურად, 48 კმ-ზეა გაშლილი. მდინარე კაუვერი ტრიჩიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმარტულებით მიედინება და ვედარანიამთან აქვთ შესართავი. ქალაქის სანაპიროზე საზღვაო აქტივობები ნაკლებადაა, რაც ჩრდილოეთით ვედარანიამის ცხვირის ფორმის ზოის და სამხრეთით შრი-ლანკის მდებარეობითაა განპირობებული, რომლებიც სუსტ სანაპირო დინებებს იწვევენ.[8]
ტამილნადუს ჩრდილოეთ სანაპიროებთან შედარებით, მიწისქვეშა წყლების ხარისხი ცუდია, რაც დანალექებში საზღვაო საზღვაო და ნახევრად საზღვაო წარმოშობითაა განპირობებული.[9] თანამგზავრ IRS 1A-ის გამოსახულებები აჩვენებს, რომ თირუთურაიპოონდი სანაპირო ქალაქი იყო (რომელიც დღეს ხმელეთის შიგნითაა) და თანამედროვე ხანაში ზღვამ უკან, ვედარანიამდე დაიხია.[10]
თანამედროვე ვედარანიამს მტკნარი წყლის ხუთი არხი აქვს, რომლებიც მდინარე კაუვერიდან ჭაობს უერთდებიან.[11] ჭაობის საერთო ფართობი 349 კმ²-ია. ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის სიგანე 10 კმ-ია, ხოლო დასავლეთ ნაწილის სიგანე ― 6 კმ.[11] ჭაობის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში კოდიკარაის ველური ბუნების ნაკრძალი მდებარეობს. ჩრდილოეთი კიდე მტკნარ, მარილიან ან მლაშე წყალს სამხრეთ-დასავლეთი მუსონის დროს იღებს და შრება ზაფხულის მუსონის დროს.[11] ჭაობი მარილის მოპოვებისა და წყალსატევებზე დაფუძნებული სხვა მრეწველობებისთვის გამოიყენება.[11][12] ჭაობი ორი პერიოდული მოქცევის დროს ივსება, რომელიც მაისსა და ივნისში სავსე მთვარის დროს ხდება.[12] თავშესაფრის გასწვრივ მდებარე ჭაობს წყლის ფრინველები გამოსაზამთრებლად და შესასვენებლად იყენებენ.[11]
ჰავის მონაცემები — ვედარანიამი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
რეკორდულად მაღალი °C | 32.8 | 36.2 | 37.2 | 39.6 | 39.8 | 38.6 | 39.6 | 38.2 | 38.0 | 36.2 | 34.6 | 32.9 | 39.8 |
საშუალო მაღალი °C | 29.1 | 30.4 | 32.5 | 34.1 | 34.6 | 34.1 | 33.9 | 33.7 | 33.1 | 31.7 | 29.8 | 29.0 | 32.2 |
საშუალო დაბალი °C | 22.0 | 22.4 | 23.9 | 26.0 | 26.4 | 26.0 | 25.1 | 25.0 | 24.8 | 24.0 | 23.1 | 22.4 | 24.3 |
რეკორდულად დაბალი °C | 15.5 | 16.2 | 16.4 | 19.2 | 20.0 | 19.8 | 18.4 | 18.1 | 18.5 | 18.0 | 17.0 | 16.4 | 15.5 |
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) | 62.5 | 38.5 | 19.0 | 20.4 | 60.9 | 29.6 | 56.0 | 63.8 | 82.3 | 228.9 | 470.5 | 269.2 | 1 401,7 |
წვიმიანი დღეები საშუალოდ | 2.7 | 1.4 | 0.8 | 1.4 | 2.7 | 1.6 | 3.3 | 3.4 | 5.0 | 11.0 | 13.3 | 8.8 | 55.2 |
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) ) | 77 | 77 | 73 | 71 | 70 | 71 | 71 | 71 | 73 | 77 | 81 | 79 | 74 |
წყარო: India Meteorological Department[13][14] |
დემოგრაფია
რედაქტირება2011 წლის აღწერის მიხედვით, ვედარანიამის მოსახლეობა 34 266 ადამიანს შეადგენდა. ყოველ 1 000 კაცზე, 1 068 ქალი მოდიოდა, რაც ქვეყნის საშუალოს მაჩვენებელზე (929) მეტია. 6 წლამდე ასაკის ჯგუფში 3 261 ადამიანი იყო (1 711 კაცი და 1 550 ქალი). რეგისტრირებული კასტებისა და ტომების წილი 14.91% და 0.2% იყო. ქალაქის მოსახლეობის წერა-კითხვის ცოდნის დონის საშუალო მაჩვენებელი 77.86%-ია, რაც საშუალო ეროვნულ მაჩვნებელს (72.99%) აღემატება. ქალაქში ჯამში 8 665 შინამეურნეობაა. 2011 წლის რელიგიური აღწერის მიხედვით, ვედარანიამის მოსახლეობის 90.17% ინდუსია, 8.93% ― მუსლიმი, 0.74% ― ქრისტიანი, 0.09% ― ჯაინისტი, ხოლო 0.07% სხვა რელიგიების მიმდევარია.[15]
ეკონომიკის წამყვან დარგებს შორისაა: მარილის წარმოება, თევზჭერა, კრევეტების მრეწველობა და სოფლის მეურნეობა. მარილის წყალსატევები 11 000 აკრზეა გადაჭიმული, სანაპიროს გასწვრივ. მოიცავს მცირე, საშუალო და დიდ მარილის სამრეწველოებს. რეგიონში წლიურად დაახლოებით 3.5 ლახი ტონა მარილი იწარმოება. მარილის მრეწველობაში 20 000 ადამიანია დასაქმებული. მთავარ კერძო კომპანიებს, Chemplast Sanmar და Vedaranyam Marine Products, ვედარანიამშიც აქვთ მარილის სამრეწველო ერთეულები.[16] 90-იანი წლებიდან მარილის მრეწველობას კრევეტების მრეწველობამ გადაუსწრო. ვედარანიამში მდებარეობს ინდური ბანკის, კანარას ბანკისა და ინდოეთის ზღვისიქითა ბანკის ფილიალები.[17]
ლიტერატურა
რედაქტირება- „Fishermen resort to road roko“. The Hindu. 11 June 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 November 2007. ციტირების თარიღი: 26 June 2012.
- „Vedaranyam – Nagipattinam, Tamil Nadu“. Express Travel World. 16 July 2010. ციტირების თარიღი: 26 June 2012.
- „TN salt producers in deep waters“. The Economic Times. 16 July 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ივლისი 2014. ციტირების თარიღი: 26 June 2012.
- „Tiruvarur in religious history of Tamil Nadu“. The Hindu. 16 July 2010. ციტირების თარიღი: 26 June 2012.
- „The Great Dandi March — eighty years after“. The Hindu. 5 April 2010. ციტირების თარიღი: 26 June 2012.
- „Journal of Indian History“. 82. Department of History, University of Kerala. 2004: 33. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - „Economic and political weekly, Volume 30“. Sameeksha Trust. 1995: 2396. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - „An illustrated monthly journal for engineers in India and the East, volume XLV“. The Indian and Eastern Engineer Offices. 1919. ციტირების თარიღი: 8 June 2012. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - Census Info 2011 Final population totals – Vedaranyam. Office of The Registrar General and Census Commissioner, Ministry of Home Affairs, Government of India (2013). ციტირების თარიღი: 26 January 2014
- Census Info 2011 Final population totals. Office of The Registrar General and Census Commissioner, Ministry of Home Affairs, Government of India (2013). ციტირების თარიღი: 26 Jan 2014
- Population By Religious Community – Tamil Nadu (XLS). Office of The Registrar General and Census Commissioner, Ministry of Home Affairs, Government of India (2011). ციტირების თარიღი: 13 September 2015
- Nagapattinam district profile. Nagapattinam district administration (2011). ციტირების თარიღი: 26 June 2012
- Nagapattinam district local administration. Nagapattinam district administration (2011). ციტირების თარიღი: 26 June 2012
- Chemplast Sanmar (2011). ციტირების თარიღი: 29 December 2012
- Bharthidasan University Model College. Bharathidasan University (2011). ციტირების თარიღი: 26 June 2012
- Vedaranyam Tourism. Vedaranyam Municipality, Government of Tamil Nadu (2011). ციტირების თარიღი: 26 June 2012[მკვდარი ბმული]
- Vedaranyam police. Vedaranyam Municipality, Government of Tamil Nadu (2011). ციტირების თარიღი: 26 June 2012[მკვდარი ბმული]
- Vedaranyam hospitals. Vedaranyam Municipality, Government of Tamil Nadu (2011). ციტირების თარიღი: 26 June 2012[მკვდარი ბმული]
- Vedaranyam parks. Vedaranyam Municipality, Government of Tamil Nadu (2011). ციტირების თარიღი: 26 June 2012[მკვდარი ბმული]
- Vedaranyam town Banks. Vedaranyam Municipality, Government of Tamil Nadu (2011). ციტირების თარიღი: 26 June 2012[მკვდარი ბმული]
- Vedaranyam roads. Vedaranyam Municipality, Government of Tamil Nadu (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 აგვისტო 2011. ციტირების თარიღი: 26 June 2012
- Vedaranyam transport. Vedaranyam Municipality, Government of Tamil Nadu (2011). ციტირების თარიღი: 26 June 2012[მკვდარი ბმული]
- Chairman of Vedaranyam. Vedaranyam Municipality, Government of Tamil Nadu (2011). ციტირების თარიღი: 26 June 2012[მკვდარი ბმული]
- Commissioner of Vedaranyam. Vedaranyam Municipality, Government of Tamil Nadu (2011). ციტირების თარიღი: 26 June 2012[მკვდარი ბმული]
- MLA of Vedaranyam. Government of Tamil Nadu (2011). ციტირების თარიღი: 26 June 2012
- General Elections to Lok Sabha, 2009, name and address of the elected members of parliamentary constituencies in Tamil Nadu. Government of Tamil Nadu. ციტირების თარიღი: 26 June 2012
- List of Assembly Constituencies. Tamil Nadu. Tamil Nadu state government (2010). ციტირების თარიღი: 30 June 2012
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Vedaranyam municipality official website დაარქივებული 2012-01-25 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Vedaranyam municipality 2011.
- ↑ Ayyar 1991, pp. 392–402.
- ↑ Ghose 1998, p. 62.
- ↑ 4.0 4.1 4.2 Sri Thiru Marai Kadar temple 2011.
- ↑ Ayyar 1991, pp. 393–402.
- ↑ 6.0 6.1 Knapp 2011, p. 355.
- ↑ Kingsbury & Kingsbury 1921, p. 63.
- ↑ S.M. 2005, p. 168.
- ↑ S. 2010, p. 13.
- ↑ S.M. 2005, p. 40.
- ↑ 11.0 11.1 11.2 11.3 11.4 Boere, Galbraith & Stroud 2006, p. 297.
- ↑ 12.0 12.1 W. 2002, pp. 168–169.
- ↑ India Meteorological Department 2015, pp. 783–784.
- ↑ India Meteorological Department 2016, p. M207.
- ↑ Religious census 2011.
- ↑ Sanmar 2011.
- ↑ Vedaranyam town Banks 2011.