ვდნხ-ის მთავარი შესასვლელის თაღი
ვდნხ-ის მთავარი შესასვლელის თაღი (რუს. Арка Главного входа на ВДНХ) — მეტროსადგურ ვდნხ-ს მთავარი შესასვლელი, მდებარეობს მშვიდობის პროსპექტის მხარეს. თაღი შენდებოდა 1951-1954 წლებში.
ვდნხ-ის მთავარი შესასვლელის თაღი რუს. Арка Главного входа на ВДНХ | |
---|---|
კოორდინატები | 55°49′33″N 37°38′17″E / 55.825833° ჩ. გ. 37.638056° ა. გ. |
მდებარეობა | მოსკოვი, რუსეთი |
არქიტექტორი | ინოკენტი მელჩაკოვი |
მოქანდაკე | გიორგი მოტოვილოვი, სერგეი ორლოვი |
დაწყების თარიღი | 1951 |
დასრულების თარიღი | 1954 |
მდგომარეობა | შემონახული |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ისტორია
რედაქტირებამთავარი შესასვლელის თაღი შენდებოდა 1951-1954 წლებში ომის შემდგომი პერიოდის საგამოფენო რეკონსტრუქციის დროს. იგი პრაქტიკულად ტრიუმფალური თაღია, რომელიც სიმბოლურად დაკავშირებულია მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის გამარჯვებასთან. პროექტის ავტორი გახდა რუსი მხატვარი, არქიტექტორი ინოკენტი დმიტირს ძე მელჩაკოვი. მთავარი შესასვლელის თაღი აგებულია ამპირის სტილში. შედგება ექვსი წყვილი კოლონისაგან, რომლებიც ანტაბლემენტით სრულდება და იხსნება პერსპექტიული ვდნხ-ის ცენტრალური ხეივნისაკენ, რომლის მეორე საპირისპირო მხარეს დგას ვდნხ-ის მთავარი საგამოფენო პავილიონი. სვეტები მორთულია ბარელიეფებით რომელზეც გამოსახულია სოფლის მეურნეობის პროფესიების წარმომადგენლები (მოქანდაკე - გიორგი მოტოვილოვი). ცენტრალური სვეტების ფრიზზე გამოსახულია საბჭოთა კავშირის გერბი დროშებით გარშემორტყმული, თაღის სტრუქტურა ბოლოვდება კომპოზიციით „ტრაქტორისტი და კოლმეურნე“ (მოქანდაკე - სერგეი ორლოვი), რომელიც ოქროსფერი ნივთიერებითაა დაფარული. ქანდაკება სიმბოლურად გამოხატავს მრეწველობასა და სოფლის მეურნეობას. მასში გამოსახულ ადამიანებს თავს მაღლა უჭირავთ თავთავების კონა. ქანდაკება ჩამოსხმულია ბეტონისაგან. ქანდაკების ჩათვლით თაღის სიმაღლე შეადგენს 32 მეტრს[1].
ამჟამად მიმდინარეობს თაღის რესტავრაცია, რომლის დასრულებაც იგეგმება 2018 წლის მაისში[2][3]. მთავარი შესასვლელი თაღი არის ვდნხ-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაგებობა და გახდა გამოფენის სიმბოლო, რომელიც გამოსახულია მის ოფიციალურ ლოგოზე[4].
ლიტერატურა
რედაქტირება- Зиновьев, А. Н. Ансамбль ВСХВ: Архитектура и строительство. — М., 2014. — 408 с. — ISBN 978-5-9903159-2-1.
- Нефёдов П., Коробьина И. Путеводитель по ВДНХ. — М.: ABCdesign, 2014. — 240 с. — ISBN 978-5-4330-0033-9.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Арка Главного входа на официальном сайте ВДНХ დაარქივებული 2018-04-07 საიტზე Wayback Machine.
- Площадь перед главным входом ВДНХ на сайте «Живая Москва» დაარქივებული 2016-12-14 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Арка Главного входа. ВДНХ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-02. ციტირების თარიღი: 2018-02-28.
- ↑ Арку главного входа ВДНХ отреставрируют к маю 2018 года. Москва 24 (2016-10-17). ციტირების თარიღი: 2018-02-28.
- ↑ Центральный вход ВДНХ и павильон «Украина» начнут реставрировать в Москве в 2017 году. РИАМО (2017-02-22). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-01. ციტირების თარიღი: 2018-02-28.
- ↑ Анна Волкова. (2014-08-12) У ВДНХ появились фирменный стиль и новая навигация. The Village. ციტირების თარიღი: 2018-02-28.