ვახტანგ ბურდული
ვახტანგ ბურდული (დ. 9 ნოემბერი, 1945, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ეკონომისტი. 1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის განყოფილების უფროსი. 8 წიგნისა და 144-მდე სტატიის ავტორი. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი. სადისერტაციო თემა – „ქვეყნის ეკონომიკური განვითარების რეგულირების მექანიზმი და მისი პრაქტიკული რეალიზაციის გზები“ (საქართველოს მაგალითზე). დაიცვა 1987 წელს.
ვახტანგ ბურდული | |
---|---|
დაბ. თარიღი | 9 ნოემბერი, 1945 |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ |
მოქალაქეობა | სსრკ და საქართველო |
საქმიანობა | ეკონომისტი |
მოღვაწეობის სფერო | ეკონომიკა |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- სოციალური და ეკონომიკური განვითარების კოორდინაცია რეგიონულ და ლოკალურ დონეზე : საქართველოს მაგალითზე (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2006. - 209გვ.. - ISBN 99940-46-71-3
- ქვეყნის ეკონომიკური განვითარების რეგულირების მექანიზმი და მისი პრაქტიკული რეალიზაციის გზები : საქართველოს მაგალითზე (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 2004. - 391გვ.. - ISBN 99940-0-0519
- ბუღალტრული აღრიცხვა : თეორია და ნორმატ. დოკუმენტები (თანაავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1997. - 508გვ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვახტანგ ბურდული — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა