ვაციწვერა (ვაზის ჯიში)
ვაციწვერა — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში გურიიდან.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, ოდნავ ოვალური, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია სქელი ქეჩისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, ღია მწვანე ფერის. რბილობი წვნიანი აქვს.
ვაციწვერა საშუალო ზრდისა და უხვმოსავლიანია. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის მეორე ნახევარში შედის. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18,4 %-ს, ხოლო მჟავიანობა — 9,1 გ/ლ-ს.
მიიღება სუფრის თეთრი მშრალი ღვინო.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 125