ვაჩე გაბრიელიანი
ვაჩე გაბრელიანი (სომხ. Վաչե Գաբրիելյան; დ. 24 ნოემბერი, 1968, ერევანი, სომხეთი) — სომეხი ეკონომისტი, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი 2008 წლის 3 ივლისიდან და სომხეთის საერთაშორისო ეკონომიკური ინტეგრაციისა და რეფორმების მინისტრი 2014 წლის 28 ნოემბრიდან.
ვაჩე გაბრიელიანი | |
სომხეთის საერთაშორისო ეკონომიკური ინტეგრაციისა და რეფორმების მინისტრი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 28 ნოემბერი, 2014 |
სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 ივლისი, 2008 – დღემდე | |
დაბადებული | 24 ნოემბერი, 1968 ერევანი, სომხეთი |
პოლიტიკური პარტია | სომხეთის რესპუბლიკური პარტია |
ბიოგრაფია
რედაქტირებავაჩე გაბრელიანი სწავლობდა ეკონომიკისა და საჯარო მმართველობის ფაკულტეტზე. მან მოიპოვა მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ასევე მაგისტრის ხარისხი საჯარო ადმინისტრირებაში და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი რატგერსის უნივერსიტეტიდან.
1998 წელს, გაბრიელიანმა დაიწყო თავისი კარიერა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულ ბანკში კონსულტანტად. 1998-2000 წლებში, იგი იყო გამგეობის წევრი. 2008 წელს, მან დაკავა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ბანკში.