ვაშაკიძე-ოორტის მეთოდი

ვაშაკიძე-ოორტის მეთოდი — მეთოდი, რომლითაც ასტრონომიაში შეისწავლება ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავთა სივრცული განაწილება. ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად შეიმუშავეს ქართველმა ასტროფიზიკოსმა მიხეილ ვაშაკიძემ და ნიდერლანდელმა ასტრონომმა იან ოორტმა. ამ მეთოდის მიხედვით გალაქტიკის პოლუსის მიმართულებით დათვლილი ვარსკვალების რიცხვის საშუალებით გამოიანგარიშება ვარსკვლავთა რიცხვი სხვა მიმართულებებითაც. გამოანგარიშებული და უშუალოდ დათვლილი ვარსკვლავთა რიცხვების ერთიმეორესთან შედარება გვაძლევს გარკვეული ბრწყინვალების ვარსკვლავთა განაწილების სიმკვრივების შეფარდებას. ამის შედეგად გალაქტიკის სივრცისათვის აიგება თანატოლი სიმკვრივის ზედაპირები. ამ მეთოდში მოხერხებულად არის გათვალისწინებული სინათლის გალაქტიკური შთანთქმაც. ვაშაკიძე-ოორტის მეთოდს ფართოდ იყენებენ ვარსკვლავთა ასტრონომიაში, ცვალებად ვარსკვლავთა შემსწავლელ და სხვა დარგებში.

ლიტერატურა

რედაქტირება