ვასილ ვაშაძე
ვასილ ნიკოლოზის ძე ვაშაძე (დ. 12 აპრილი, 1892 — გ. 30 აპრილი, 1927) — ქართველი აზნაური, რუსეთის არმიის პოლკოვნიკი (1920).
დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი, შემდეგ — ვლადიმირის სამხედრო სასწავლებელი (1913). მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914-1918) ლაიბ-გვარდიის გრენადერთა პოლკის შემადგენლობაში, შემდეგ იბრძოდა რუსეთის სამოქალაქო ომში ბოლშევიკების წინააღმდეგ ნაკრები გვარდიული პოლკის რიგებში. 1920 წელს მიიღო პოლკოვნიკის წოდება. იმავე წელს ევაკუირებული იყო იუგოსლავიაში. ერთხანს მსახურობდა იუგოსლავიის ჯარში. შემდეგ ემიგრაციაში ცხოვრობდა საფრანგეთში. მიღებული ჰქონდა საბრძოლო ჯილდოები.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Волков, Сергей Владимирович, д.и.н. База данных № 2: «Участники Белого движения в России». www.swolkov.org.