ვასილი ხარლამოვი
ვასილი ხარლამოვი (რუს. Василий Акимович Харламов დ. 1875 — გ. 1957) — რუსი პოლიტიკოსი, რევოლუციონერი, ისტორიკოსი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1906 წლიდან იყო კადეტთა პარტიის წევრი. იყო რუსეთის დამფუძნებელი კრების წევრი, დუმის ოთხივე მოწვევის დეპუტატი დონის კაზაკთა ჯარების ოლქიდან. თებერვლის რევოლუციის შემდეგ დროებითი მთავრობის მიერ დაინიშნა ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის, ოზაკომის თავმჯდომარედ. ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ იყო დონის ჯარების მტავრობის ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე. 1918 წლიდან თანამშრომლობდა გენერალ ალექსეევისა და დენიკინის სამხრეთ რუსეთის მთავრობასთან. თეთრი მოძრაობის დამარცხების შემდეგ წავიდა ემიგრაციაში 1920 წელს.