ვარჰამერ 40000
ვარჰამერ 40000 (ინგლ. Warhammer 40,000, არაოფიც. W40K) — სამაგიდო თამაში, შექმნილი კომპანია „Games Workshop“-ის მიერ 1987 წელს.
სამხედრო-ტაქტიკურ თამაშში, რომელიც ამ სამყაროში მიმდინარეობს ხორციელდება ბატალიები 41-ე ათასწლეულის გამოგონილი მსოფლიოს არმიებს შორის. გამოყენებულია ფუტურისტული ჯარისკაცების, მონსტრების და სამხედრო ტექნიკის მინიატურული ფიგურები.
Warhammer 40,000 წარმოადგენს თავდაპირველი „ვარჰამერის“ სამეცნიერო ფანტასტიკურ ალტერნატივას, თუმცა სამყარო არ შემოიფარგლება მკაცრი სამეცნიერო ფანტასტიკით და ტექნოფანტასტიკისკენ იხრება.
ამ მსოფლიოს მთავარი რასები არიან: ადამიანები, ქაოსის დემონები და კულტისტები, ორკები, ელდარები, ბნელი ელდარები, ნეკრონები, ტ'აუ და ტირანიდები. ყოველ რასას საკუთარი დამახასიათებელი თვისებები და ბრძოლის ტაქტიკა აქვს, საკუთარ ისტორიასთან ერთად.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ვარჰამერ 40000“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი