ვარსკვლავური გზა: ანიმაციური სერიალი

ვარსკვლავური გზა: ანიმაციური სერიალი (ინგლ. Star Trek: The Animated Series — ანიმაციური ტელესერიალი, დაფუძნებულია ტელესერიალზე „ვარსკვლავური გზა: ორიგინალური სერიალი“. შედგება ორი სეზონისგან, რომელშიც 22 ეპიზოდი შედის. როლებს ახმოვანებენ „ორიგინალური სერიალის“ მსახიობები.

ვარსკვლავური გზა: ანიმაციური სერიალი
ავტორი ჯინ როდენბერი
გახმოვანება უილიამ შეტნერი
ლეონარდ ნიმოი
დეფორესტ კელი
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
სეზონი 2
ეპიზოდი 22
წარმოება
პროდიუსერ(ებ)ი ჯინ როდენბერი
ხანგრძლივობა 24 წთ.
ეთერი
ორიგინალური არხი NBC
ეთერში 8 სექტემბერი 19738 ოქტომბერი 1974
რესურსები ინტერნეტში
საიტი

სერიალი თავდაპირველად გამოდიოდა სახელწოდებით „ვარსკვლავური გზა“ (ინგლ. Star Trek ან The Animated Adventures of Gene Roddenberry’s Star Trek), მოგვიანებით ოფიციალურად შეეცვალა სახელი და ეწოდა „ვარსკვლავური გზა: ანიმაციური სერიალი“. მას აჩვენებდა NBC, მოგვიანებით - Nickelodeon და Sci-Fi Channel.

სიუჟეტი რედაქტირება

„ვარსკვლავური გზა: ანიმაციური სერიალი“ წარმოადგენს ორიგინალური სერიალის გაგრძელებას და მოგვითხრობს „ენტერპრაიზის“ (ინგლ. USS Enterprise NCC-1701) მოგზაურობოს მეხუთე წელიწადზე. მიუხედავად იმისა, რომ „ანიმაციურ სერიალს“ გააჩნდა განსხვავებები „ორიგინალური სერიალისგან“, სინამდვილეში მან „ორიგინალური სერიალი“ ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

როლებს ახმოვანებენ რედაქტირება

ანიმაციურ სერიალს ძირითადად ახმოვანებენ იგივე მსახიობები, რომლებიც მონაწილეობდნენ ორიგინალური სერიალის გახმოვანებაში

მსახიობი როლი
უილიამ შეტნერი ჯეიმზ კირკი კაპიტანი ჯეიმზ კირკი
ლეონარდ ნიმოი სპოკი სპოკი
დეფორესტ კელი ლეონარდ მაკ-კოი ლეონარდ მაკ-კოი
ჯეიმზ დუჰანი მონტგომერი სკოტი მონტგომერი სკოტი
ნიშელ ნიკოლსი ნიოტა უჰურა ნიოტა უჰურა
ჯორჯ ტაკეი ჰიკარუ სულუ ჰიკარუ სულუ
მეჯელ ბარეტი კრისტინ ჩაპელი კრისტინ ჩაპელი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება