ვარსკვლავიანი ღამე რონის თავზე

„ვარსკვლავიანი ღამე რონის თავზე“ (ფრანგ. Nuit étoilée sur le Rhône) — პოსტიმპრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ერთ-ერთი ნახატი, რომელიც ქალაქ არლს გამოსახავს; ამჯერად — ღამით. ინახება ორსეის მუზეუმში, პარიზში. ნახატი გამოსახავს ფეხით ორი წუთის სავალ ადგილს ყვითელი სახლიდან, ლამარტენის მოედანზე, რომელსაც ვან გოგი გარკვეული პერიოდი ქირაობდა. ღამის დრო , ვარსკვლავური სინათლის ეფექტები და ფარნების სინათლე ამ ნახატს მხატვრის სხვა შემოქმედებებთან ანათესავებს — „კაფეს ტერასა საღამოს“-თან (ნახატ „ვარსკვლავიანი ღამე რონის თავზე“ ერთი თვით ადრე დახატული) და უფრო გვიანდელ „ვარსკვლავებიან ღამე“-სთან.

ვარსკვლავიანი ღამე რონის თავზე
Nuit étoilée sur le Rhône
ავტორი ვინსენტ ვან გოგი
წელი 1888
კატალოგი F474 და JH1592
ტიპი ზეთი ტილოზე
სიმაღლე 72,5
სიგანე 92
ქალაქი საფრანგეთის დროშა პარიზი
მუზეუმი ორსეის მუზეუმი

ნახატის ისტორია

რედაქტირება

ნახატის მონახაზი ვან გოგმა თავის მეგობარს ეჟენ ბოშს 1888 წლის 2 ოქტომბერს წერილთან ერთად გაუგზავნა[1].

ტილო პირველად 1889 წელს იქნა გამოფენილი დამოიკუდებელი მხატვრების სალონის გამოფენაზე პარიზში, ნახატ „ზამბახებთან“ ერთად. უკანასკნელის გამოფენას აძალებდა თეო, ვან გოგის ძმა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Boime, Albert: Vincent van Gogh: Starry Night. A history of matter, a matter of history
  • Dorn, Roland: Décoration: Vincent van Gogh's Werkreihe für das Gelbe Haus in Arles, Georg Olms Verlag, Hildesheim, Zürich & New York 1990
  1. Letter to Eugène Boch including a sketch of the Starry Night over the Rhone painting. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-29. ციტირების თარიღი: 2013-10-27.