ვარვარა ზარგარიანი
ვარვარა ზარგარიანი (დ. 1895 — გ. 1953, თბილისი) — საქართველოში მცხოვრები მოჭადრაკე, თბილისის ჩემპიონი 1928, 1929, 1935, 1938, 1949 და 1951 წლებში. საქართველოს სამგზის ჩემპიონი 1938, 1939 და 1945 წლებში. საქართველოს სახელით მონაწილეობა მიიღო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში 1945 წელს. იყო თბილისის ჭადრაკის კლუბის დირექტორი 1936-1941 წლებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- გიორგაძე თ., ქართული ჭადრაკის მატიანე, ნაწ. I, თბ., 1995.