ვარდგეს გამბარიანი
ვარდგეს ეფრემის ძე გამბარიანი (დ. 18 აგვისტო, 1920, სოფ. ურუტი, სტეფანავანის რაიონი, სომხეთი, — გ. 20 ივნისი, 1983, თბილისი) — სომეხი მფრინავი, მფრინავ-ინსტრუქტორი. საბჭოთა კავშირის დამსახურებული მფრინავი (1973).
დაამთავრა ერევნის სამშენებლო ტექნიკუმი (1939), ტაგანროგის სამხედრო საფრენოსნო სკოლა (1941). II მსოფლიო ომის დროს იყო სამხედრო მფრინავ-ინსტრუქტორი. 1945 წლიდან მუშაობდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში. ავიაციაში ხანგრძლივ, უავარიო საფრენოსნო მუშაობასთან ერთად, წვლილი შეიტანა საფრენოსნო კადრების მომზადებისა და თანამედროვე საავიაციო ტექნიკის ათვისების საქმეში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. ?.