ვანურა — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.

ერთ-ერთი სამეცნიერო ექსპედიციის დროს აღმოაჩინეს გაველურებულ მდგომარეობაში და რადგანაც ვაზის პირვანდელი სახელწოდება დაკარგული იყო, მას ვანურა უწოდეს.

ერთეული ძირებია მაღლარების სახით ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მდინარე მაშავერას ხეობაში.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ხუთი, იშვიათად სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ძარღვების გასწვრივ აბლაბუდისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, ცილინდრული, ზოგჯერ ფრთიანი ფორმის, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, თითქმის შავი ფერის. რბილობი წვნიანი და ხორციანი აქვს. წვენი სუსტადაა შეფერილი.

ვაზი ძლიერი ზრდისა და უხვმოსავლიანია. ვანურა სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7.5%-ს.

მიიღება სუფრის წითელი ღვინო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 122