ვამიგ მამედალიევი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვამიგ მამედალი ოღლუ მამედალიევი (აზერ. Vamiq Məmmədəli oğlu Məmmədəliyev; დ. 9 ივნისი, 1946, ბაქო) — გამოჩენილი აზერბაიჯანელი მუსიკოსი, პროფესორი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახალხო არტისტი (2018).[1]

ვამიგ მამედალიევი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 9 ივნისი, 1946(1946-06-09) (78 წლის)
დაბ. ადგილი ბაქო
ვამიგ მამედალიევი ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვამიგ მამედალი ოღლუ მამედალიევი დაიბადა 1946 წლის 9 ივნისს ბაქოს სოფელ ქურდხანში.

1953 - 1964 წლებში სწავლობდა სოფელ ქურდხანის 113-ე საშუალო სკოლაში. 1963 წელს მამადალიევმა მშობლიურ სოფელში დააარსა ხალხური საკრავების ანსამბლი “ბაჰარი"”. 1967-1972 წლებში მუშაობდა ამავე კლუბში სამხატვრო ხელმძღვანელად და რეჟისორად.

1971 წელს კულტურის მუსიკალური კოლეჯის დამთავრების შემდეგ მამედალიევი მუშაობდა თარის მასწავლებლად (1971-1993), შემდეგ კი გახდა წამყვანი მასწავლებელი და ასოცირებული პროფესორი ბაქოს მუსიკალურ აკადემიაში (1988-2001).

1996-97 წლებში მისი ალბომები დიდი ტირაჟით იყო ევროპის ქვეყნებში. წარმატებით გამოდიოდა და გამართა კონცერტები ირანში, თურქეთში, ერაყში, დანიაში, რუსეთში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში.

ვამიგ მამადალიევი აქტიურად მონაწილეობს აზერბაიჯანის კულტურულ ცხოვრებაში, მათ შორის სხვადასხვა კონცერტებში, სატელევიზიო გამოსვლებში, ტურებსა და ფესტივალებში. ის უკრავდა ისეთ ცნობილ შემსრულებლებთან, როგორებიც არიან იაგუბ მამედოვი, ჰაჯიბაბა ჰუსეინოვი, აბულფათ ალიევი, არიფ ბაბაევი, ჯანელი აქბაროვა, აგახან აბდულაევი, ალიმ გასიმოვი, ზაჰიდ გულიევი და სხვები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება