ვალონ-პონ-დ’არკი
ვალონ-პონ-დ’არკი (ფრანგ. Vallon-Pont-d'Arc) — ქალაქი-კომუნა სამხრეთ საფრანგეთში, არდეშის დეპარტამენტში. სახელი დარქმეული აქვს აქ მდებარე კირქვის ბუნებრივი ხიდის პონ-დ’არკის გამო, რომელიც მდინარე არდეშმა წარმოქმნა.
ქალაქთან მდებარეობს ე.წ. შოვეს გამოქვაბული — გამოქვაბულთა ქსელი აღმოჩენილი 1995 წლის 18 იანვარს, რომელშიც 30.000 წლის წინანდელი კედლის მხატვრობაა შენახული.