სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვალი (მრავალმნიშვნელოვანი).

ვალი — 2011 წლის დრამა-თრილერი, რომლის რეჟისორია ჯონ მადენი, სცენარის ავტორები კი მეთიუ ვონი, ჯეინ გოლდმენი და პიტერ სტროჰანი. სურათი არის რეჟისორ აასაფ ბერნშტაინის 2007 წლის ამავე სახელწოდების ებრაულის ფილმის რმეიკი. სიუჟეტი მოგვითხრობს მოსადის სამი აგენტის შესახებ, რომლებიც აღმოსავლეთ ბერლინში ცდილობენ ნაცისტი სამხედრო დამნაშავის, დიტერ ფოგელის დაპატიმრებას და მის ჩაყვანას ისრაელში გასასამართლებლად. ფილმში მონაწილეობენ ჰელენ მირენი, სემ უორთინგტონი, ჯესიკა ჩესტეინი, სიარან ჰინდსი, ტომ უილკინსონი და მარტონ კსოკასი.

„ვალი“

ფილმის პოსტერი
რეჟისორი ჯონ მადენი
პროდიუსერი მეთიუ ვონი
კრის თაიკირი
ედუარდო როსოფი
სცენარის ავტორი მეთიუ ვონი
ჯეინ გოლდმენი
პიტერ სტროჰანი
როლებში ჰელენ მირენი
სემ უორთინგტონი
მარტონ კსოკასი
სიარან ჰინდსი
ტომ უილკინსონი
ჯესიკა ჩესტეინი
კომპოზიტორი თომას ნიუმენი
ოპერატორი ბენ დეივისი
სტუდია Marv Films
დისტრიბუტორი Focus Features
Miramax Films
გამოსვლის თარიღი 31 აგვისტო, 2011 (2011-08-31)
ხანგრძლივობა 113 წთ.
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $20 მილიონი[1]
შემოსავალი $45,117,969[1]

თავდაპირველად პრემიერა დაგეგმილი იყო 2010 წლის დეკემბრისთვის, თუმცა ფილმი კინოეკრანებზე 2011 წლის 31 აგვისტოს გამოვიდა აშშ-ში.[2] Rotten Tomatoes-ის მიხედვით ვალი კინოკრიტიკოსთა 77%-მა დადებითად შეაფასა.[3]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 The Debt (2011) - Box Office Mojo. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 3 დეკემბერი, 2011.
  2. "PunchDrunkCritics, February 9, 2011" დაარქივებული September 2, 2017[Date mismatch], საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები , Accessed February 19, 2011.
  3. The Debt. Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: 3 დეკემბერი, 2011.