ვალის პორტრეტი
ვალის პორტრეტი (გერმ. Porträt von Wally) — ავსტრიელი მხატვრის ეგონ შილეს, 1912 წლის ზეთში შესრულებული ნახატი. ნახატზე გამოსახულია "ვალი" ნეუცილი, რომელსაც ის 1911 წელს შეხვდა. წლების განმავლობაში ის მისი საყვარელი და მოდელი იყო. ის ეგონის ბევრ გამორჩეულ ტილოზეა გამოსახული. სურათი 1954 წელს რუდოლფ ლეოპოლდმა შეიძინა და შემდგომში ის ლეოპოლდის მუზეუმის კოლექციის ნაწილი გახდა. 1997–1998 წლებში ნამუშევარი გამოფენილი იყო ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუში. ნახატის შესახებ ინფორმაცია დაიბეჭდა ნიუ-იორკ ტაიმზში, რის შემდეგაც გამოჩნდა ბონდის ჰერსი რომელიც ამტკიცებდა, რომ ნახატი მას ეკუთვნოდა და ის მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებმა წაართვეს.
ვალის პორტრეტი | |
---|---|
Porträt von Wally | |
ავტორი | ეგონ შილე |
წელი | 1912 |
კატალოგი | P234[1] |
ტიპი | ზეთი ტილოზე |
სიმაღლე | 32 |
სიგანე | 39.8 |
ქალაქი | ვენა |
მუზეუმი | ლეოპოლდის მუზეუმი |
2010 წლის ივლისში, ლეოპოლდის მუზეუმი ბონდისთვის 19 მილიონის გადახდას შემდგომში მასზე ყველანაირი უფლების უარყოფის სანაცვლოდ დათანხმდა.[2][3]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ http://www.egonschieleonline.org/works/paintings/work/p234
- ↑ Staff. "Austrian museum pays $19 million for Nazi-looted painting" დაარქივებული 2010-07-23 საიტზე Wayback Machine. , Jewish Telegraphic Agency, July 21, 2010. Accessed July 22, 2010.
- ↑ Row over Egon Schiele work costs Austrian museum $19m. BBC, July 21, 2010.