ვალე-დე-მეს ბუნების ნაკრძალი (ფრანგ. Vallée de Mai - მაისის ხეობა) — ბუნების პარკი და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი სეიშელის კუნძულებზე, კუნძულ პრასლინზე. 1966 წელს ის ოფიციალურად გაფორმდა როგორც ბუნების ნაკრძალი. მოიცავს კარგად შემონახულ პალმის ტყეებს, რომელიც ძირითადად შედგება ენდემური სეიშელის პალმისა (კოკო-დე-მერი) და ასევე სხვა 5 ენდემური პამლის ჯიშისგან. სეიშელის პალმას დედამიწაზე არსებულ მცენარეთა შორის ყველაზე დიდი თესლი აქვს; მისი ფოთლების სიგანე 6 მეტრია, ხოლო სიგრძე 14 მ. პარკი უნიკალურია თავისი ველური ბუნებით, რომელიც მოიცავს ისეთ უიშვიათეს სახეობას, როგორიცაა სეიშელის შავი თუთიყუში, ძუძუმწოვრებს, კიბოსნაირებს, ლოკოკინებს და რეპტილიებს.

ვალე-დე-მეს ბუნების ნაკრძალი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა სეიშელის დროშა სეიშელის კუნძულები
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii, viii, ix, x
სია [1]
რეგიონი** აფრიკა
კოორდინატები 4°19′45″ ს. გ. 55°44′15″ ა. გ. / 4.32917° ს. გ. 55.73750° ა. გ. / -4.32917; 55.73750
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1983  (მე-7 სესია)
ნომერი 261
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 261
ინგლ.რუს.ფრ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება