ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვალეჰ ალიზაიდ ოღლუ მუსლუმოვი - აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, დაიღუპა ყარაბაღის ომში[1].

ვალეჰ მუსლუმოვი
დაბადების თარიღი 2 სექტემბერი 1968
ლერიკი, აზერბაიჯანი
გარდაცვალების თარიღი 14 აპრილი, 1992 (23 წლის)
მარგუსევან, აზერბაიჯანის რესპუბლიკა
გარდაცვალების მიზეზი მოკლული
მოქალაქეობა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ჯილდოები
აზერბაიჯანის ეროვნული გმირის ორდენი
აზერბაიჯანის ეროვნული გმირის ორდენი

ცხოვრება

რედაქტირება

ვალეჰ ალიზაიდ ოღლუ მუსლუმოვი დაიბადა 1968 წლის 2 სექტემბერს ლერიკის რაიონში. 1983 წელს დაამთავრა ლერიკის რაიონის საშუალო სკოლის მერვე კლასი და შემდეგ დაამთავრა ქალაქ სუმგაითის პროფესიული სკოლა № 17 დურგალის სპეციალობით. მუშაობდა სამშენებლო ტრესტის მობილურ მექანიზირებულ ჯგუფში. 1986 წელს გაწვეული იყო სამხედრო სამსახურში. 1988 წელს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის.

იყო დაუოჯახებელი.

ომში მონაწილეობა

რედაქტირება

1991 წლის აგვისტოში იწყებს სამსახურს შსს-ს სპეციალიზებული დანიშნულების მილიციის ჯგუფში. იღებს მონაწილეობას შუშაში, თოვუზში და გუბადლიში საომარ ბრძოლებში [2]. 1992 წლის 14 აგვისტოს აქტიურად მონაწილეობდა სოფელ მარგუშევანში საომარ მოქმედებებში, დაჭრილი იყო არათანაბარ ბრძოლაში, დაკარგა ბევრი სისხლი და მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ჯილდოები

რედაქტირება

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის 1992 წლის 6 ივნისის № 831 ბრძანებულებით ვალეჰ ალიზაიდ ოღლუ მუსლუმოვს დაღუპვის შემდეგ მიენიჭა „აზერბაიჯანის ეროვნული გმირის“ წოდება. ის დაასაფლავეს ლერიკის რაიონში[1]. ქალაქ ლერიკში საშუალო სკოლა № 2-ში, რომელიც ატარებს მის სახელს, სამახსოვროდ გახსნილია მუზეუმი[3].

  1. 1.0 1.1 National Heroes. ციტირების თარიღი: 10 January 2019
  2. Əsgərov V. Azərbaycanın Milli Qəhrəmanları / Redaktor: Kamil İsmayılov. — Bakı: Respublika Xatirə Kitabı Redaksiyası, 2005. S. 116.
  3. Lerikdə Milli Qəhrəman Valeh Müslümovun xatirə muzeyinin açılışı olub. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-13. ციტირების თარიღი: 2019-02-15.