ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვალერი ბოგდანოვი (სრული სახელი: ვალერი ზაკიროვიჩ ბოგდანოვი; დ. 24 მარტი 1958, კიროვაბადი, აზერბაიჯანი სსრ, სსრკ — გ. 20 იანვარი 1990, ბაქო, აზერბაიჯანი სსრ, სსრკ) — შავი იანვრის ტრაგედიის მსხვერპლი.

ვალერი ბოგდანოვი
დაბადების თარიღი 24 მარტი 1958
კიროვაბადი, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 20 იანვარი, 1990
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
დაკრძალულია განჯის საქალაქო სასაფლაო
ეროვნება აზერბაიჯანელი
მოქალაქეობა დროშა: სსრკ სსრკ
მშობლები მამა: ზაქირი
დედა: ვალენტინა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვალერი ბოგდანოვი დაიბადა 1958 წლის 24 მარტს ქალაქ კიროვაბადში (ახლანდ. განჯა).[1] დაამთავრა ქალაქის მე-18 საშუალო სკოლა, შემდეგ კი როსტოვის რკინიგზის ინსტიტუტი.[2] ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, გარკვეული პერიოდი განჯაში რკინიგზაზე მუშაობდა, შემდეგ კი ეროვნული უშიშროების უწყებებში დასაქმდა. იყო მილიციის ლეიტენანტი.

დაქორწინებული იყო. ქალიშვილი ვალერია დაიბადა 1990 წლის მარტში, მამის გარდაცვალების შემდეგ.[3]

სისხლიანი იანვრის ტრაგედია

რედაქტირება

19 იანვარს დილით ადრე ვალერი გამოიძახეს სამსახურში. 20 იანვარს 5:30 საათზე მივიდა სახლში და ცოლს უთხრა, რომ მალე დაბრუნდებოდა. დილის 7:15 საათზე მანქანაში, რომელშიც კაპიტანი ოგთაი მირზაევი, ლეიტენანტი ვალერი ბოგდანოვი და ლეიტენანტი აღანაზარ ისრაილოვი იმყოფებოდნენ, თბილისის გამზირიდან ინქილაბის ქუჩაზე „ხიმგოროდოკისკენ“ გადაუხვიეს; ამ დროს სამხედროებმა უკნიდან ესროლეს, ტყვია ჯერ აღანაზარს მოხვდა, ის ზურგსა და კისერში მოხვედრილი ტყვიებისგან ადგილზე გარდაიცვალა. მოგვიანებით მასთან ერთად მყოფი მისი მეგობრები ვალერი და ოგთაიც დაშავდნენ. ოგთაიმ ხელი დაკარგა, ვალერი კი, მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს და ოპერაცია გაუკეთეს, 4 საათის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით.

დაკრძალეს განჯის საქალაქო სასაფლაოზე.

  1. Qulu Kəngərli, "Qara Yanvar şəhidləri", Bakı, "Gənclik", 1992.. ციტირების თარიღი: 2015-07-17
  2. 20 Yanvar şəhidi Valeri Boqdanov. ციტირების თარიღი: 2018-01-20
  3. Şəhidlər. ციტირების თარიღი: 2022-10-05