ვალერიან ჯიქია
ვალერიან ნიკოლოზის ძე ჯიქია (დ. 1920, სოფ. საბერიო — გ. აპრილი, 1988) — საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის პრორექტორი, სკკპ წევრი, სოციალისტური შრომის გმირი.
ბიოგრაფია
რედაქტირებავალერიან ჯიქია დაიბადა 1920 წელს სოფელ საბერიოში ღარიბი გლეხის ოჯახში. 1938 წელს დაამთავრა გალის საშუალო სკოლა. 1939 წელს მას ნიშნავენ საბერიოს საშუალო სკოლის მასწავლებლად, 1940 წელს ირჩევენ საქართველოს ალკკ გალის რაიკომის მეორე, ხოლო შემდეგ პირველ მდივნად, 1942 წელს დააწინაურეს საქართველოს ალკკ აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მდივნად. 1944-1946 წლებში მუშაობდა საქართველოს კპ აფხაზეთის საოლქო კომიტეტში ჯერ სასოფლო-სამეურნეო განყოფილების ინსტრუქტორად, შემდეგ პარტიულ-კომკავშირული ორგანიზაციების განყოფილების ინსტრუქტორად, შემდეგ პარტიულ-კომკავშირული ორგანიზაციების განყოფილების ინსტრუქტორად, უფრო გვიან კი კადრების განყოფილების გამგედ.
1946 წელს ვ. ჯიქია აირჩიეს საქართველოს კპ გულრიფშის რაიონის რაიკომის მეორე მდივნად. იმავე წელს იგი წარჩინებებით ამთავრებს სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტს. 1950 წლიდან ვ. ჯიქია საქართველოს კპ გალის რაიკომის პირველი მდივანია. 1952 წელს კი საქართელოს კპ სოხუმის საქალაქო კომიტეტის მეორე მდივანი. 1952-1953 წლებში ვ. ჯიქია საქართველოს კპ გუდაუთის რაიკომის პირველი მდივანია. 1953 წლიდან იგი სამეურნეო სამუშაოზე გადაყავთ და 23 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ახალი ათონის სუბტროპიკულ საბჭოთა მეურნეობა „ფარცხას“.
1977 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ვ. ჯიქია ხელმძღვანელობდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის სამეურნეო-ადმინისტრაციული მუშაობის დარგს.
ვ. ჯიქია სხვადასხვა დროს არჩეული იყო საქართველოს სსრ-ის III მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, საქართველოს კპ აფხაზეთის საოლქო კომიტეტის წევრად, პარტიის გულრიფშის, გუდაუთის, გალის რაიონული და სოხუმის საქალაქო კომიტეტების ბიუროების წევრად. დაჯილდოვებული იყო მედლებით, საქართველოს სსრ და აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოების პრეზიდიუმის საპატიო სიგელებით, საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენის ოქროსა და ვერცხლის მედლებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №74 (12690), 15 აპრილი, 1988