ვალერიან რაჟდენის ძე მაისაია (დ. 28 მარტი, 1929, სოფელი მუხურჩა, ახლანდ. მარტვილის მუნიციპალიტეტი — გ. 10 მარტი, 1979, თბილისი) — ქართველი ნეიროქირურგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1971), პროფესორი (1974).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1954 წელს დაამთავრა თსსი. 1960-1972 წლებში მუშაობდა ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტულ ლაბორატორიაში, შემდეგ — ნეიროქირურგიულ განყოფილებაში. 1972-1973 წლებში იყო ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი მუშაკი; 1973-1976 წლებში — თსსი-ის ბავშვთა ქირურგიის, 1976 წლიდან — ნერვულ სნეულებათა კათედრის პროფესორი; 1978 წლიდან — ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს, ამიერკავკასიაში პირველი ნეიროქირურგიული განყოფილების დამფუძნებელი (შემდგომში გამგე).

ვ. მაისაია არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი, რომლებიც ეხება ნეიროქირურგიისა და ნეიროფიზიოლოგიის აქტუალურ საკითხებს.

მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მ. შ. ლენინის ორდენი (1970).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება