ვალერიან მაზმიშვილი
ვალერიან ალექსანდრეს ძე მაზმიშვილი (დ. 10 მარტი, 1926, სოფელი ყარაღაჯი, საქართველოს სსრ — დ. 21 ივნისი, 2012, თბილისი, საქართველო) — ქართველი მსახიობი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1979).
ბიოგრაფია
რედაქტირება1943-1945 წლებში სხვადასხვა დროს მუშაობდა პლეხანოვის კლუბის დრამატულ დასში, 1945-1948 წლებში მესხეთის, 1948-1950 წლებში მარჯანიშვილის, 1950-1956 წლებში გორის, 1956-1967 წლებში თბილისის სანკულტურის, 1967 წელს მოზარდ მაყურებელთა თეატრებში მსახიობად.
შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მარჯანიშვილის თეატრში — ბერი ჯიოვანი (უ. შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“); გორის თეატრში — აბდულ სადაყი (ი. მოსაშვილის „ჩაძირული ქვები“), ხოსიტა (ი. ვაკელის „გიორგი სააკაძე“), ჰოფმარშალი (ფ. შილერის „ვერაგობა და სიყვარული“), ტრუფალდინო (კ. გოლდონის „ორი ბატონის მსახური“); სანკულტურის თეატრში — რიჩარდი (ა. კრონინის „იუპიტერი იცინის“), კავერინი (ა. გორჩაკოვის „ერთი ოჯახის ისტორია“), ექიმი მაკარიუსი (ს. პოპოვიჩის „უცნაური ავადმყოფი“) და სხვ.; თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში — ვალოდია (ა. ვოლოდინის „ჩემი უფროსი და“), ნაცარქექია (გ. ნახუცრიშვილის, ბ. გამრეკელის „ნაცარქექია“), ჰამლეტი (ა. ჩხაიძის „როცა მთავრდება ბავშვობა“) და სხვ.
ჯილდოები და მედლები
რედაქტირებადაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).