ვალერიან ზურაბიშვილი

ქართველი ეკონომისტი, მეცნიერი

ვალერიან ზურაბიშვილი (დ. 25 ოქტომბერი, 1917, შემოქმედი —გ. 29 დეკემბერი, 2006) — ქართველი ეკონიმისტი, მეცნიერი.

ვალერიან ზურაბიშვილი
დაბ. თარიღი 25 ოქტომბერი, 1917(1917-10-25)[1]
დაბ. ადგილი შემოქმედი, საქართველო[1]
გარდ. თარიღი 29 დეკემბერი, 2006(2006-12-29)[1] (89 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ეკონომისტი და მეცნიერი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1939 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.

1947–1986 წლებში მუშაობდა სსრკ-ის სახელმწიფო კონტროლის სამინისტრო სისტემაში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე. ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (1961–1986), საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტთან არსებულ სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტში (1986–1991), ფინანსებისა და სტატისტიკის ინსტიტუტში (1991–1994). 1994–2003 წლებში იყო ეკონომიკისა და სოციალური პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფინანსების, ფულის მიმოქცევისა და კრედიტის განყიფილების გამგე, 2004–2006 წლებში ამავე ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. არის მრავალი სამეცნიერო შრომის ავტორი. მისი კვლევის საგანი იყო ფინანსების და სამეურნეო საქმიანობის ეკონომიკური ანალიზის საკითხები. აღსანიშნავია ვალერიან ზურაბიშვილის ღვაწლი ეკონომიკური და საფინანსო-საკრედიტო ტერმინოლოგიის შემუშავებაში. გამოცემული აქვს მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. მიღებული აქვს საბრძოლო და სახელმწიფო ჯილდოები. [2]

ჯილდოები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 402.
  • წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი, თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი. თბ., 2001, გვ. 56
  • ომგადახდილი მეცნიერები: საგამომცემლო ცნობები, შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. თბ., 2000, გვ. 45