ვალენტინა ვაჩნაძე

ვალენტინა იურის ასული ვაჩნაძე (დ. 6 ოქტომბერი, 1931, ბაქო) — ქართველი ფარმაკოქიმიკოსი. ფარმაციის მეცნიერების დოქტორი (1977), პროფესორი (1992).

დაამთავრა ლენინგრადის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი (1955). 1956–1958 იყო თბილისის ფარმაკოქიმიის ქარხნის ინჟინერი, 1958 წლიდან მუშაობდა ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში (1980 წლიდან — ალკალოიდების განყოფილების ხელმძღვანელი). ვაჩნაძის სამეცნიერო ნაშრომები ეხება კვლევის ძირითადი მიმართულებაა საქართველოს მოზარდი და ინტროდუცირებული მცენარეების ქიმიის შესწავლა ფიზიოლოგიურად აქტიური ალკალოიდების შემცველობაზე და მათ საფუძველზე სამკურნალო პრეპარატების შემუშავება თანამედროვე ფიტოტექნოლოგიების გამოყენებით.

ლიტერატურა

რედაქტირება