ვალასტე (ესტ. Valaste juga) — ყველაზე მაღალი ჩანჩქერი ესტონეთში (სიმაღლე — 30,5 მეტრი) და ბალტიის ქვეყნებში[1]. 1996 წელს მეცნიერებათა აკადემიის კომისიამ იგი აღიარა ბუნებრივ მემკვიდრეობად და ესტონეთის ეროვნულ სიმბოლოდ.

ვალასტე
კოორდინატები: 59°26′38″ ჩ. გ. 27°20′06″ ა. გ. / 59.44389° ჩ. გ. 27.33500° ა. გ. / 59.44389; 27.33500
სიმაღლე 30,5 
ვარდნილები 1
ვალასტე — ესტონეთი
ვალასტე

მდებარეობს იდა-ვირუმაას მაზრაში, ქალაქ კოჰტლა-იარვესთან ახლოს. ზამთარში ჩანჩქერი იყინება.

ვალასტე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მარშრუტია ესტონეთში. ჩანჩქერის კარგად დასათვალიერებლად აშენდა სპეციალური ბაქანი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Puhkaeestis.ee. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-03. ციტირების თარიღი: 2013-01-03.