ვალამანის ჩანჩქერი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვალამანი — ჩანჩქერი აღმოსავლეთ ავსტრალიაში, კვინსლენდის შტატში. იგი კონტინენტის ჩანჩქერებს შორის ყველაზე მაღალია, მისი სიმაღლე შეადგენს 300 მეტრს. ეს ადგილი მდებარეობს გირინგუნის ეროვნულ პარკში. ჩანჩქერი წარმოიშვება მდინარე ჰერბერტის მთიან ტერიტორიაზე. ვალამანიდან 45 კილომეტრში მდებარეობს მარჯნის ზღვა, ხოლო ჩანჩქერიდან 1 221 კილომეტრში მდებარეობს შტატის ადმინისტრაციული ცენტრი ბრიზბენი.

ჩანჩქერი ვალამანის პანორამა

ჩანჩქერის კოორდინატები 18°36′S 145°48′E / 18.6° ს. გ. 145.8° ა. გ. / -18.6; 145.8.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება