ვალაამის მონასტრის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია
ვალაამის მონასტრის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია (რუს. Казанская церковь при подворье Валаамского монастыря) — მოქმედი ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია სანქტ-პეტერბურგში. მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ნევის პროსპექტი, 1/29.
ვალაამის მონასტრის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 59°54′21″ ჩ. გ. 30°16′30″ ა. გ. / 59.90583° ჩ. გ. 30.27500° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი, ნარვის პროსპექტი, 1/29 |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვარი(ები) | ვასილი კოსიაკოვი |
თარიღდება | 1904-1910 |
ეკლესია არის ვალაამის მონასტრის მეტოქი.
ისტორია
რედაქტირებავალაამის მონასტრის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია აგებულია ნიკოლოზ II-ის იმპერატორობის დროს. მისი მშენებლობა მიმდინარეობდა 1904 წლიდან 1910 წლის ჩათვლით. პროექტის ავტორი იყო ვასილი ანტონის ძე კოსიაკოვი.
აღნიშნული კომპლექსის მშენებლობა, რომელიც მდებარეობს შემოვლითი არხის ახლოს, განკუთვნილი იყო პეტერბურგის ეპარქიის ძველი ლადოგის მიძინების დედათა მონასტრისათვის.
ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ 1919 წელს ვალაამის მონასტრის მეტოქი გააუქმეს, ხოლო ყაზანის ხატის სახელობის ეკლესია გახდა სამრევლო.
1922-1923 წლებში ეკლესია ეკუთვნოდა პეტროგრადის ავტოკეფალიას, ხოლო 1923 წლიდან 1935 წლამდე - საპატრიარქო ეკლესია იყო.
საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დახურა 1935 წლის 7 ოქტომბერს. ტაძრის შენობაში განათავსეს სამკერვალო ფაბრიკა, ხოლო შემდეგ ავეჯის კომბინატი.
1989 წელს შენობაში, რომელიც უკვე დაუბრუნეს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, ჩამოყალიბდა ვალაამის ფერისცვალების მამათა მონასტრის მეტოქი. 1994 წლის 2 აპრილს, სარესტავრაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეკლესია კვლავ აკურთხეს.