ვაკუუმური კანალიზაცია
ვაკუუმური კანალიზაცის სისტემა — კანალიზაციის ტრანსპორტირების მეთოდი მისი წყაროდან გამწმენდ დანადგარამდე. იყენებს ატმოსფერულ წნევასა და ვაკუუმს შორის არსებულ განსხვავებას, რაც მილსადენ ქსელსა და შემკრები ჭურჭლის ვაკუუმურ სადგურშია შენარჩუნებული. დიფერენციალური წნევა ცენტრალურ ვაკუუმურ სადგურს საშუალებას აძლევს შეაგროვოს რამდენიმე ათასი ცალკეული სახლის კანალიზაციის წყალი; რაოდენობა დამოკიდებულია რელიეფსა და ადგილობრივ სიტუაციაზე. ვაკუუმურ სანიტარულ კანალიზაციას დიდი უპირატესობა აქვს და უფრო ეკონომიურია ბრტყელ, ქვიშიან ნიადაგზე, რომელშიც მაღალია მიწისქვეშა წყლების შემცველობა.
ვაკუუმური კანალიზაცია პირველად 1882 წელს, ევროპაში გამოიგონეს. 1887 წელს, ნეგატიური ენერგიის (ე. წ. ვაკუუმური კანალიზაცია) პირველი სადრენაჟო სისტემა ნიდერლანდელმა ინჟინერმა შარლ ლიერნუმ დააპატენტა.[1] ვაკუუმური კანალიზაცის სისტემის ტექნიკური დანერგვა პირველად შვედეთში მოხდა, 1959 წელს. დღეისათვის, ამ სისტემას აქტიურად იყენებენ მატარებლებსა და თვითმფრინავებში.
სისტემის მთავარი კომპონენტებია შემკრები კამერები, ვაკუუმური სარქველები, მილები, ცენტრალური ვაკუუმური სადგური და მონიტორინგისა და კონტროლის კომპონენტები.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1892 Patent: Pneumatic Sewerage system დაარქივებული 2016-12-28 საიტზე Wayback Machine. sewerhistory.org