ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვაიუ - ინდუისტურ მითოლოგიაში ქარის, ჰაერის ელემენტის, საჰაერო სივრცის და სუნთქვის (სასიცოვხლო ენერგიის, სიცოცხლის, მსოფლიოს სუნთქვის) ღმერთი. ბჰიმას - "მაჰაბჰარატას" გმირის და ჰანუმანის - "რამაიანას" ერთ-ერთი ძირითადი გმირის და რამას კომპანიონის სულიერი მამა. სახელი "ვაიუ" მბერავს ნიშნავს, ცნობილია ასევე სხვა სახელებით - ვატა (შებერილი), პრანა (სუნთქვა) [1]. ვაიუ ხშირად ასოცირდება წვიმის ღმერთ ინდრასთან, ბრძოლაში ის ინდრას ახლავს და შეუძლია ინდრას მტრების გაფანტვა. მისი ზუსტი გარეგნობა გაურკვეველია, ითვლება, რომ მას სასიამოვნო გარეგნობა აქვს, ხშირად აქვს ათასი თვალი და ოქროს ეტლი უამრავი თეთრი ცხენით ან ხარით. ხშირად გამოისახება ირემზე ამხედრებული ან ეტლში ინდრასთან ერთად.

აღმოსავლეთი აზიის ბუდიზმში ვაიუ ერთ-ერთი დჰარმაპალაა და ხშირად კლასიფიცირდება, როგორც თორმეტი დევიდან - მიმართულებების მფარველი ღვთაებებისგან ერთ-ერთი, ვაიუ ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებას წარმოადგენს. იაპონიაში მას ფუტენი ჰქვია, სხვა დჰარმაპალების სახელები იაპონიაში ასევე შეცვლილია.

დაბადება

რედაქტირება

"გოპატჰა-ბრაჰმანის" მიხედვით მთავარმა ღმერთმა ბრაჰმამ შექმნა წყალი საკუთარი ოფლისგან, დედამიწა - საკუთარი ფეხიდან, ჰაერი საკუთარი მუცლიდან და ცა - საკუთარი თავის ქალიდან. შემდეგ მან შექმმა სხვა ღმერთები: აგნი (ცეცხლი) დედამიწისთვის, ვაიუ (ქარი) ჰაერისთვის და ადიტია (მზე) ცისთვის და ვედები: რიგვედა აგნიდან, იაჯურვედა ვაიუდან და საამავედა ადიტიადან.

ინდუისტურ ტექსტებში

რედაქტირება

რიგვედაში ვაიუ ასოცირდება ქარებთან, აგრესიული სტიქიური ღვთაებები - მარუტები ვაიუს მუცლიდან დაიბადნენ. ვაიუ ასევე პირველი ღმერთია, რომელიც რიტუალურ სასმელს - სომას იღებს, შემდეგ კი ის და ინდრა პირველ სასმელს უზიარებენ.

ჰიმნებში ვაიუ აღწერილია, როგორც განსაკუთრებული სილამაზის უსწრაფესი ღვთაება ბრწყინვალე ეტლში, რომელშიც ჩამბული ჰყავს ორი, ორმოცდაცხრა ან ათასი თეთრი და მეწამული ცხენი. მისი მთავარი ატრიბუტია დიდი თეთრი დროშა. სხვა ატმოსფერული და სტიქიური ღვთაებების მსგავსად ის "მებრძოლი და გამანადგურებელი" და "ძლიერი რაინდია".

უპანიშადებში ვაიუს სიდიადის და სიძლიერის უამრავი აღწერა და ჩვენებაა. ბრიჰადარაბიაკა უპანიშასში აღწერილია, რომ სხეულის ღვთაებებმა ერთხელ იკამათეს იმაზე, თუ ვინ არის მათგან უძლიერესი და კაცის სხეული რიგრიგობით დატოვეს. მხედველობის ღვთაების გარეშე დაბრმავებული კაცი მაინც ცოცხალი იყო, ასევე სმენის და დანარჩენი ღვთაებების გარეშე. მაგრამ როდესაც ვაიუმ დააპირა სხეულის დატოვება სხვა ღვთაებებმა ძლიერი დარტყმა იგრძნეს - აღმოჩნდა, რომ თითოეული ღვთაების ძალა სუნთქვის ღმერთ ვაიუზე იყო დამოკიდებული და ვაიუ მათ ადვილად დაამარცხებდა. სხვა ეპიზოდში ნათქვამია, რომ ვაიუ ერთადერთი ღვთაებაა, რომელსაც ღმერთებზე თავს დასხმული ცოდვის დემონები ვერ ავნებდნენ. ჩანდოგია უპანიშადის თანახმად ბრაჰმანის შეცნობა ვაიუს შეცნობამდე შეუძლებელია (მანტრიკული წმინდა მარცვალი ომ).

ვაიუს პირველ ავატარად ითვლება მეფე ჰანუმანი პოემა "რამაიანიდან", მეორე ავატარად ბჰიმა, ძმები პანდავების შორის მესამე, "მაჰაბჰარატას" პერსონაჟი ითვლება. მადვა ბრაჰამინის თანახმად ვაიუს მესამე ავატარად XIII საუკუნის ინდოელი ფილოსოფოსი მადჰვაჩარია ითვლება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Lavanya Vemsani (13 June 2016). Krishna in History, Thought, and Culture: An Encyclopedia of the Hindu Lord of Many Names: An Encyclopedia of the Hindu Lord of Many Names. ABC-CLIO. p. 163. ISBN 9781610692113.
  • M. V. Krishna Rao (1966). Purandara and the Haridasa Movement. Karnatak University. p. 200.
  • Kindler, Babaji Bob (4 July 1996). Twenty-Four Aspects of Mother Kali. SRV Associations. ISBN 978-1-891893-17-9.
  • Eva Rudy Jansen; Tony Langham (1993), The book of Hindu imagery: The Gods and their Symbols, Binkey Kok Publications, ISBN 978-90-74597-07-4
  • Vijaya Ghose; Jaya Ramanathan; Renuka N. Khandekar (1992), Tirtha, the treasury of Indian expressions, CMC Limited, ISBN 978-81-900267-0-3
  • Stephanie Jamison (2015). The Rigveda –– Earliest Religious Poetry of India. Oxford University Press. p. 47. ISBN 978-0190633394.
  • Sukumari Bhattacharji (1984), Literature in the Vedic age, 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვაიუ“-დან