ვაზისუბნის მუსკატი

ვაზისუბნის მუსკატიქართული თეთრყურძნიანი სელექციური საღვინე ვაზის ჯიში.

1949 წელს გამოყვანილია ვასილ ლოლაძის მიერ თელავს საცდელ სადგურში ჯიშების — მხარგრძელისა და ალექსანდროული მუსკატის შეჯვარებით.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ღრმად დანაკვთული, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია თხელი აბლაბუდისებრი და საშუალო სისქის ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, კუმსი ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მომწვანო-მოყვითალო ფერის. რბილობი საშუალო სიმკვრივისაა, ნაზი მუსკატური გემოთი.

ვაზისუბნის მუსკატი სიმწიფის საშუალო პერიოდის საფურნე-საღვინე ვაზის ჯიშია. სრულ სიმწიფეში სექტემბრის მეორე ნახევარში შედის. ვაზი ძლიერი ზრდისა და საშუალომოსავლიანია.

ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20-24%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6.0-7.0 გ/ლ-ს.

ჯიში პერსპექტიულია როგორც სასუფრედ, ასევე სუფრის თეთრი, მშრალი და შემაგრებული ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 545