ეეკატლი

(გადამისამართდა გვერდიდან ეჰეკატლი)

ეეკატლი, კატლი (ესპ. Ehecatl) — „ქარი“, აქტეკების მითოლოგიაში ქარების ღმერთი, ასოცირდება დასავლეთთან. ითვლება კეცალკოატლის ერთ-ერთ განსახიერებად (ეეკატლ-კეცალკოატლი, Ehecatl-Quetzacoatl).

„ჰიბრიდული“ ღვთაების გამოსახულება კეცალკოატლისა და ეეკატლის ატრიბუტებით.

ეეკატლთან, როგორც კეცალკოატლის იპოსტასთან, აკავშირებენ მეორე, ან ქარიანი, მზის ეპოქას („ეეკატონატიუჰი“), რომელიც გაგრძელდა 4010 წელი.

სხვა ვერსია ეეკატლს აკავშირებს სამყაროში სიყვარულის გაჩენასთან მას შემდეგ, რაც მან შეიყვარა მოკვდავი ქალი.

ეეკატლისადმი მიძღვნილი საკურთხეველი, მდებარეობს მეხიკოში. ის აღმოაჩინეს 1967 წელს

ეეკატლს გამოსახავენ მოცეკვავე არსების სახით, ფრინველის (იხვის) წითელი ნისკარტით. ცენტრალურ მექსიკაში ზოგჯერ ქარიშხლებსა და ძლიერ ქარებს დღემდე „ეეკაკოატლს“ უწოდებენ.

ეეკატლისადმი მიძღვნილია მრგვალი ტაძარი კალიშტლაუაკა

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება