ეხო მასკვი (რუს. Э́хо Москвы́) — რადიოსადგური რუსეთში. მაუწყებლობდა რუსეთის ბევრ ქალაქში, ზოგიერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში (ადგილობრივ რადიოსადგურებთან პარტნიორობის გზით) და ინტერნეტის საშუალებით. მისი არსებობის მანძილზე ერთადერთი მთავარი რედაქტორი იყო ალექსეი ვენედიქტოვი. საკუთარი არსებობის განმავლობაში ორჯერ გაითიშა: პირველად, 1991 წელს, რუსეთში გადატრიალების მცდელობის დროს და მეორედ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს 2022 წელს.

სტუდიის ინტერიერი გადაცემის დროს, 2007 წელი
მიხეილ გორბაჩოვი (მარცხნივ) ინტერვიუს აძლევს ალექსეი ვენედიქტოვს (მარჯვნივ) რადიოს სატელევიზიო სტუდიაში, 2008 წელი.

2022 წლის 1 მარტს როსკომნადზორმა რადიო ეთერიდან გათიშა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გაშუქების გამო. 3 მარტს დირექტორთა საბჭომ მხარი დაუჭირა სადგურის დახურვის (ლიკვიდაციის) გადაწყვეტილებას.[1] გაუქმების შემდეგ რადიოს სიხშირე რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტულ სადგურ Sputnik-ს გადაეცა.

ეხო მასკვი საერთაშორისო ყურადღების ცენტრში პირველად რუსეთში 1991 წლის გადატრიალების მცდელობის დროს მოექცა. ეს იყო ერთ-ერთი იმ რამდენიმე საინფორმაციო წყაროებიდან, რომელიც საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტის (გკჩპ) წინააღმდეგ საუბრობდა. კომიტეტის დადგენილება ნომერი 3 იყო რადიოს მაუწყებლობის შეჩერების შესახებ.[2] ამ დადგენილებას რადიოს ჟურნალისტები ყველაზე მნიშვნელოვან „სახელმწიფო ჯილდოდ“ მიიჩნევდნენ. მთავარი რედაქტორის, ალექსეი ვენედიქტოვის თქმით, სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ჯგუფმა ალფა რამდენჯერმე სცადა რადიოს ტრანსმიტერზე წვდომა შეეწყვიტა, მაგრამ რადიოს თანამშრომლებმა მოახერხეს სატელეფონო ხაზზე გადასვლა და გააგრძელეს მაუწყებლობა. „ეხო მასკვის“ არსებობის პირველივე დღიდან ერთ წესს იცავდა: „მოვლენებთან დაკავშირებით ყველა მნიშვნელოვანი თვალსაზრისი უნდა იყოს წარმოდგენილი“.[3] ჟურნალისტები რადიოს ხუმრობით „მოსკოვის ყურს“ ეძახდნენ.

2022 წლის 1 მარტს რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მიმართა როსკომნადზორს ეხო მასკვისა და დოჟდის გათიშვის მოთხოვნით რუსეთის უკრაინაში შეჭრის გაშუქების გამო. იმავე დღეს „ეხო მასკვი“ 1991 წლის შემდეგ მეორედ გაითიშა.[4][5]

3 მარტს დირექტორთა საბჭომ მხარი დაუჭირა სადგურის დახურვას (ლიკვიდაციას). [1]

  1. 1.0 1.1 Anton Troianovski (3 March 2022). „Echo of Moscow, a liberal Russian radio station, is shut down“. The New York Times.
  2. Постановление N 3 (1991-08-26). ციტირების თარიღი: 2018-07-31
  3. "Эху Москвы" исполнилось 25 лет“. Interfax.ru (რუსული). 2015-08-22. ციტირების თარიღი: 2018-07-31.
  4. Венедиктов сообщил, что "Эхо Москвы" отключено от эфира (1 March 2022).
  5. Генпрокуратура потребовала ограничить доступ к "Эху Москвы" и "Дождю" (1 March 2022).