ეტიუდი № 6
ეტიუდი № 6 — გიორგი ბერიძის ფილმი.
„ეტიუდი №6“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | გიორგი ბერიძე |
სცენარის ავტორი | თამუნა მელიქიშვილი |
კომპოზიტორი | გიორგი ცინცაძე |
ოპერატორი | გიორგი ბერიძე |
სტუდია | საქართველოს ეროვნული კინოცენტრი |
გამოსვლის თარიღი | 2003 |
ხანგრძლივობა | 13 წთ. |
ქვეყანა | საქართველო |
ენა | ქართული |
სიუჟეტი
რედაქტირებაყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
13 წლის გოგონა ტასო, დედა და პაპა ტყისპირას განმარტოებით მდგომ სახლში ცხოვრობენ. კავშირი გარე სამყაროსთან ტასოსათვის არის მატარებლის ხმა, ქალაქების ბარათებისა და რუკების დათვალიერება და მუსიკის მასწავლებელი. ტასოს ჭირივით ეზარება ფორტეპიანოც, მუსიკაც და ეტიუდიც, რომელსაც გაუთავებლად უკრავს, მაგრამ მასწავლებლის ყოველი მოსვლა მისთვის დღესასწაულია... დედა გულგრილია ყველაფრის მიმართ, პაპა ყველაფერს გრძნობს და ხედავს, მუსიკის მასწავლებლისთვის ტასო ბავშვია, მაშინ როდესაც დედაში მოულოდნელად ქალს აღმოაჩენს...[1]