ეტირის არქიტექტურულ-ეთნოგრაფიული კომპლექსი

ეტირის არქიტექტურულ-ეთნოგრაფიული კომპლექსი (ბულგ. Архитектурно-етнографски комплекс „Етър“) — მუზეუმი ღია ცის ქვეშ ქალაქ გაბროვოში. მუზეუმი არის ბულგარელების ყოფა-ცხოვრების რეკონსტრუქცია. იგი გაიხსნა 1964 წლის 7 სექტემბერს.

მუზეუმის ერთ-ერთი კუთხე

მუზეუმის შექმნაზე ფიქრი დაიწყო იდეისა და პროექტის ავტორმა ლაზარ დონკოვმა 1963 წელს. თავდაპირველად რესტავრაცია ჩაუტარეს წყლის წისქვილს. შემდეგ აშენდა სხვა ნაგებობებიც. მუზეუმის ფონდის შექმნა მოხდა სამი გზით: რესტავრაცია ჩაუტარეს ადგილზე არსებულ ობიექტებს, გადმოიტანეს ორიგინალური ნაგებობები და მოახდინეს შენობების ასლების გაკეთება. ოფიციალურად გაიხსნა 1964 წელს. სამი წლის შემდეგ გამოცხადდა ეროვნულ პარკად, ხოლო 1971 წელს მიენიჭა კულტურის ძეგლის სტატუსი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება