ესტონური ენციკლოპედია (1932–1937)

ესტონური ენციკლოპედია (ესტ. Eesti Entsüklopeedia) — პირველი ენციკლოპედიური ლექსიკონი ესტონურ ენაზე, რომელიც 1932-37 წლებში დასრულებულად გამოიცა. ენციკლოპედია რვა ტომად გამოვიდა ტარტუში. მთავარი რედაქტორი იყო რიჩარდ კლაისი, გამომცემელი საზოგადოება „ბუნება“.

ესტონური ენციკლოპედია (1932–1937)

პირველი ესტონური ენციკლოპედია 75,754 სტატიას შეიცავს, რომელთაც 417 თანამშრომელი ქმნიდა. ჩანართი რუკების რაოდენობა 509-ა, აქედან 77 ფერადია. სტატიებს ერთვის ბიბლიოგრაფია. გამოცემას თავიდან სულ 5205 ხელმომწერი ჰყავდა.

1936 წელს საზოგადოებამ გადაწყვიტა, მცირე ესტონური ენციკლოპედიის გამოშვებაც ორ ტომად 30 000 სტატიის მოცულობით. მცირე ენციკლოპედიის პირველმა ტომმა დღის სინათლე 1937 წლის დეკემბერში იხილა. ესტონური ენციკლოპედიის ორივე რედაქცია Carl (Karl) Gottlieb Mattiesen-ის სტამბაში დაიბეჭდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება