ერსინა
ერსინა (ესპ. Lago Ercina) — მყინვარული წარმოშობის პატარა მთის ტბა ასტურიაში, ესპანეთში. მდებარეობს ზღვის დონიდან 1108 მ-ზე. ტბის ზედაპირის ფართობია დაახლოებით 8 ჰა.[1] ტბის სიგრძე შეადგენს 700 მ-ს, ხოლო სიგანე 300 მ-ს. მაქსიმალური სიღრმე 3 მ. ტბის სიახლოვეს, კერძოდ, 600 მ-ში მდებარეობს ტბა ენოლი, რომელთანაც ერთად პიკუს-დე-ევროპის ეროვნული პარკის ფარგლებში ქმნის ლაგოს-დე-კოვადონგის მთიან რეგიონს. ამ ორ ტბას ერთმანეთისაგან გამოყოფს მთა პიკოტა-დე-ენოლი. ერსინა ევტროფიული ტბაა.
ერსინა | |
---|---|
ტბა ერსინა | |
კოორდინატები: 43°16′04″ ჩ. გ. 4°58′51″ დ. გ. / 43.26778° ჩ. გ. 4.98083° დ. გ. | |
მდებარეობა | ესპანეთი |
ტერიტორიული ერთეული | ასტურია |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 1108 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 3 მ |
მედიაფაილები ვიკისაწყობში |