ერმაკოვსკაიის ფერისცვალების ეკლესია

ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 16 დეკემბერი 2023. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

ერმაკოვსკაიის ფერისცვალების ეკლესია (რუს. Церковь Спаса Преображения) — მართლმადიდებლური ეკლესია ტაცინის რაიონის სოფელ ერმაკოვსკაიაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ვოლგოდონის ეპარქიას[1]. ეკლესიის მშენებლობა დაასრულეს 2012 წელს.

ერმაკოვსკაიის ფერისცვალების ეკლესია
ერმაკოვსკაიის ფერისცვალების ეკლესია — რუსეთი
ერმაკოვსკაიის ფერისცვალების ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ერმაკოვსკაია
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 2011-2012
დეტალები
მასალა აგური

ეკლესიის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, ტაცინის რაიონი, სოფელი ერმაკოვსკაია.

  გარე სურათები
  მშენებარე ტაძარი, 2012 წელი
  ხედი გმირთა ხეივნის მხრიდან
  ხედი სამრეკლოს მხრიდან

ძველი ეკლესია

რედაქტირება

სტანიცა ერმაკოვსკკაიის დასახლების შემდეგ დადგა საკითხი ეკლესიის მშენებლობის შესახებ, რომელიც ააშენეს 1882 წელს და მიიღო ფერისცვალების სახელწოდება. ეკლესის ასაშენებელი თანხები მოგროვდა როგორც სტანიცაში ასევე მეზობელ ხუტორებში. ეკლესია იყო ხის და გადახურული თუნუქის ფირფიტებით. მას ჰქონდა ორი ეგვტერი. მარჯვენა ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის სახელზე, ხოლო მარცხენა — მიქაელ მთავარანგელოზის სახელზე ნაკურთხი. საკურთხეველიც ასევე ხის იყო. ეკლესია ემსახურებოდა ახლომდებარე ხუტორების — ხერსონის, ნიჟნე-კოლცევის, ვერხნე-კოლცევის, შარაპევ-გრეკოვის, ფომინსკის, უსტ-ფომინსკის, ტალოვსკის, ისაევსკის, სერგეევის, ნიკოლაევსკის, ვერხნი-იანოვის, გრეკოვისა და დიაკონოვის მრევლს. 1918 წელს ეკლესია დაიწვა და სტანიცაში ღვთისმსახურება შეწყდა.

ახალი ეკლესია

რედაქტირება

2011 წლის 5 მაისს სტანიცის პარკის ტერიტორიაზე საზეიმოდ ჩაუყარეს საფუძველი ფერისცვალების ეკლესიას. საზეიმო მსვლელობების დროს საძირკველში ჩააყოლეს კაფსულა სამახსოვრო წერილით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო როსტოვის ოლქის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა (წარმოშობით ამ სტანიციდან იყო), როსტოვისა და ნოვოჩერკასკის მთავარეპისკოპოსმა პანტელეიმონმა, რაიონის ხელმძღვანელობამ, სოფლის მეთაურობამ და ტაცინის რაიონის მოსახლეობამ.

ტაძრის საზეიმო გახსნა და დალოცვა მოხდა 2012 წლის 21 ოქტომბერს, რომელშიც ასევე მონაწილეობდა ოლქის გუბერნატორი, როსტოვისა და ნოვოჩერკასკის მიტროპოლიტი მერკური და სხვა სასულიერო პირები, ასევე ერმაკოვსკაიის მოსახლეობა და სტუმრები[2]. კურთხევა შეასრულა ვოლგოდონისა და სალსკის ეპისკოპოსმა კორნელიმ, მისივე მოწვევით საზეიმო ღონისძიებებს ესწრებოდა შახტინისა და მილეროვის ეპისკოპოსი ეგნატე[3].

2013 წლის 19 აგვისტოს ფერისცვალების დღესასწაულზე ტაძარში ღვთისმსახურება აღავლინა ვოლგოდონისა და სალსკის ეპისკოპოსმა კორნელიმ[4].

ეკლესიის წინამძღარია იერომონახი ფილიპ ლუკიანოვი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება