ერიკ ბერნშტეინი
ერიკ ადოლფის ძე ბერნშტეინი (დ. 1866 — გ. 19 იანვარი, 1932, ბერლინი) — გერმანელი პედაგოგი, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.
ერიკ ბერნშტეინი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1866 |
გარდ. თარიღი | 19 იანვარი, 1932 |
გარდ. ადგილი | ბერლინი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაერიკ ადოლფის ძე ბერნშტეინი დაიბადა 1866 წელს. ეროვნებით იყო გერმანელი. უმაღლესი განათლება საზღვარგარეთ მიიღო; პროფესიით პედაგოგი. 1917 წლიდან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1918 წელს, ამიერკავკასიის სეიმმა გერმანიაში წარმომადგენლად გაგზავნა. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო მომარაგების კომისიის წევრი და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის მდივანი.
1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დატოვა საქართველო და ცხოვრობდა გერმანიაში. გარდაიცვალა 1932 წლის 19 იანვარს, ბერლინში. 22 იანვარს ცხედარი დაწვეს ვედინგის კრემატორიუმში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ირაკლი ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. გვ. 175, თბ., 2016,