ერთი ქალაქის ისტორია
ერთი ქალაქის ისტორია (რუს. История одного города) – მიხეილ სალტიკოვ-შჩედრინის სატირული ნაწარმოები. მასში აღწერილია ქალაქი „გლუპოვო“ („ბრიყვეთი“), გლუპოვოს მმართველების და მათი მართვის მეთოდების აღწერით სალტიკოვი ხატავს რუსეთის სხვადასხვა დროის მესვეურებს. გლუპოვოს მმართველთა გალერეაში ადვილად იცნობა რუსი მეფეები და სახელმწიფო მოღვაწეები: იმპერატორი პავლე I, პავლე პოტიომკინი, არაკჩეევი.
„ერთი ქალაქის ისტორია“ | |
---|---|
История одного города | |
| |
ავტორი | მიხეილ სალტიკოვ-შჩედრინი |
ქვეყანა | რუსეთის იმპერია |
ენა | რუსული |
ჟანრი | სატირა |
გამომცემელი | Otechestvennye Zapiski |
გამოცემის თარიღი | 1869–1870 |
ქართულად გამოიცა | 1980 |
სალტიკოვ–შჩედრინის ბასრი კალმით დახატული „გლუპოვო“ რუსეთია. ნაწარმოებში გაშლილი მოქმედება თითქოს რუსეთის წარსულში ხდებოდა, მაგრამ უკვე სალტიოვის თანამედროვე დაკვირვებულმა მკითხველმა შეიცნო რუსეთის საშინელი აწმყო. სალტიკოვ–შჩედრინის ამ ნაწარმოებში დასმული პრობლემები რუსეთის მომავალი თაობებისთვისაც მტკივნეული აღმოჩნდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნაირა მამუკელაშვილი, მიხეილ სალტიკოვ–შჩედრინი, ახალი ისტორია (მეცხრე კლასის სახელმძღვანელო), თბ., 1998 წელი, გვ. 81