ერვანდ ზახარიანი
ერვანდ ზახარიანი (სომხ. Երվանդ Զախարյան; დ. 14 მაისი, 1946) — სომხეთის ეკონომიკური, საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწე, სომეხი პოლიტიკოსი, ერევნის ყოფილი მერი და სომხეთის რესპუბლიკური პარტიის წევრი[1].
ერვანდ ზახარიანი | |
სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 30 აპრილი, 2014 |
წინამორბედი | არმენ მოვსესიანი |
ერევნის მერი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 ივლისი, 2003 – 5 მარტი, 2009 | |
წინამორბედი | რობერტ ნაზარიანი |
მემკვიდრე | გაგიკ ბეგლარიანი |
სომხეთის ტრანსპორტის მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1998 – 2000 | |
წინამორბედი | ჰენრიკ კოჩინიანი |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა |
დაბადებული | 14 მაისი, 1946 აზერბაიჯანის სსრ |
მოქალაქეობა | სომხეთი სსრკ |
პოლიტიკური პარტია | სომხეთის რესპუბლიკური პარტია |
ბიოგრაფია
რედაქტირებაერვანდ ზახარიანი დაიბადა 1946 წლის 14 მაისს აზერბაიჯანის სსრ-ში. 1968 წელს, მან დაამთავრა ერევნის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, 1887-1888 წლებში კი - სწავლობდა მოსკოვის აკადემიაში. 1991 წელს, ზახარიანმა დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ეკონომიკის მეცნიერის ხარისხი[1]. მას შემდეგ, რაც სომხეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა, ზახარიანმა სომხეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დაიკავა[1] . 2003 წლის 1 ივლისიდან 2009 წლის 5 მარტამდე, მას ერევნის მერის თანამდებობა ეკავა[2], 1998-2000 წლებში სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის, ხოლო ამჟამად სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრია.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაერვანდ ზახარიანი ქორწინებაშია და ჰყავს 3 შვილი[1].
რესურესები ინტერნეტში
რედაქტირება- ბიოგრაფია დაარქივებული 2011-12-24 საიტზე Wayback Machine.
- Հայաստանի Հանրապետության կառավարության կայք
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Biography of Yervand Zakharyan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2015-10-22.
- ↑ Mission of the "Shushi Revival" Fund. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-05-23. ციტირების თარიღი: 2015-10-22.