ერევნის კასკადი
ერევნის კასკადი (სომხ. Կասկադ) — გრანდიოზული კიბე სომხეთის დედაქალაქ ერევანში. იგი ერთმანეთთან აკავშირებს ქალაქის კენტრონის დაბლობ არეალსა და მეზობლობის მონუმენტს. არქიტექტორების: ჯიმ ტოროსიანის, ასლან მხითარიანისა და სარგის გურზადიანის მიერ დაპროექტებული კონსტრუქციის მშენებლობა 1972 წელს დაიწყო და 1980 წელს დასრულდა.
ერევნის კასკადი | |
---|---|
Կասկադ համալիր | |
ზოგადი ინფორმაცია | |
შენობის ტიპი | კიბე |
არქიტექტურული სტილი | არტ-დეკო |
ქვეყანა | სომხეთი |
ქალაქი | ერევანი |
კოორდინატები | 40°11′28″ ჩ. გ. 44°30′55″ ა. გ. / 40.1913750° ჩ. გ. 44.5155222° ა. გ. |
დაიწყო | 1971 |
დასრულდა | 1980 |
განახლდა | 17 ნოემბერი, 2009 |
სიმაღლე | 78 |
არქიტექტორ(ებ)ი | ჯიმ ტოროსიანი, ასლან მიხიტარიანი, სარგის გურზადიანი |
კასკადში, გარე საფეხურების ქვეშ განთავსებულია წყვილი ესკალატორი, რომლებიც კომპლექსს მთელ სიგრძეზე გასდევენ. კასკადის ექსტერიერი საფეხურების გარდა მოიცავს რამდენიმე დონეს, რომლებზეც შადრევნები და ქანდაკებებია განთავსებული. კიბე ფეხით მოსიარულეებს ხელს უწყობს დაინახონ ცენტრალური ერევანი და არარატის მთა.
ისტორია
რედაქტირებამშენებლობა დაიწყო 1971 წელს, საბჭოთა პერდში. პირველი ფაზა დასრულდა 1980 წელს. ნაგებობის შემდგომი განვითარება 2002-2009 წლებში მოხდა, როდესაც 2000-იანი წლების დასაწყისში კომპლექსი სომხური წარმოშობის ამერიკელ ბიზნესმენს ჯერარდ გაფესჯიანს გადაეცა და მას სრული სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. ასევე, დაიგეგმა მის თავზე დიდი სამუზეუმო კომპლექსის აშენება. მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა დაიწყო, იგი ადრეულ ეტაპზევე გაიყინა და წლების განმავლობაში აღარ განახლებულა.
გალერეა
რედაქტირება-
პარკი
-
პირველი დონე
-
მეორე დონე
-
მესამე დონე
-
მეოთხე დონე
-
მეხუთე დონე