ერგილემისი (ლათ. Ergilemys) — ხმელეთის კუს (ოჯახი Testudinidae) ერთ-ერთი გადაშენებული გვარი.

ფართოდ იყო გავრცელებული პალეარქტიკის სამხრეთ ზოლში ზედა ეოცენში და ოლიგოცენში. ერგილემისი გიგანტური ქვეწარმავალია. მისი გადაშენება გამოიწვია ჰავის შეცვლამ. გვარი აერთიანებს ათიოდე სახეობას. 1960 წელს სამხრეთ საქართველოში ვ. ჩხიკვაძემ იპოვა ერთ-ერთი სახეობის — მესხეთის ერგილემისის (E. meschethica) ჩონჩხის ნაშთები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს გიგანტური კუ გვიანდელ ოლიგოცენში ბინადრობდა ამ რეგიონის სავანის ტიპის ლანდშაფტებში.

ლიტერატურა

რედაქტირება