ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ერბზელცერი (გერმ.: Erbsälzer, ქართ.: მემკვიდრეობით მემარილე) იყო გერმანული არისტოკრატული წოდება. ერბზელცერები ეწოდებოდათ გერმანული ქალაქის ვერლის პატრიციებს, რომელთაც მარილის რეწვის მემკვიდრეობითი უფლება ჰქონდათ. XIV საუკუნეში ამ უფლებას 48 ოჯახი ფლობდა, XVI საუკუნეში მათი რიცხვი 8-მდე შემცირდა, ხოლო დღეისათვის შემორჩენილია მხოლოდ 2 საგვარეულო: ფონ ლილიენები და ფონ პაპენები.

მარილის რეწვის უფლება მემკვიდრეობით გადაიცემოდა მხოლოდ ქალაქ ვერლში მცხოვრებკათოლიკე მამრობითი სქესის წარმომადგენლებზე. ერბზელცერები პირველად ისტორიაში მოიხსენებიან 1246 წელს. იოზეფ I-ის 1708 წლის იმპერიის არისტოკრატიის დამტკიცების სიგელში მათ ეს პრივილეგიები დაუმტკიცდათ მეფე ზიგისმუნდის 1432 წლის გუჯარის საფუძველზე.

"ვერლისა და ნოივერკის ერბზელცერების კოლეგია" დღესაც არსებობს.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ერბზელცერი“-დან