ერა (მუსიკალური პროექტი)
ერა - ფრანგული მუსიკალური პროექტი, ყველაზე მეტად ცნობილი სინგლით Ameno (1997). პროექტს გაყიდული აქვს 13 მილიონზე მეტი დისკი.
ჯგუფის მუსიკას ახასიათებს გრეგორიანული გალობების და პოპულარული ნიუ-ეიჯის ელემენტების შეხამება. სტილისტურად ის ახლოს დგას პროექტებთან ენიგმა, Gregorian და Deep Forest. ერას სიმღერების ტექსტები დაწერილია ფსევდო-ლათინურ და ინგლისურ ენებზე. მათი ნაწილი ეფუძნებდა XIII საუკუნის ფრანგული ქრისტიანული სექტის, კათარების რწმენებს.
ჯგუფის საკონცერტო წარმოდგენები და მუსიკალური კლიპები შეიცავს ხალხური სამოსების და იარაღის ელემენტებს.