ეპიტიმია
ეპიტიმია (ძვ. ბერძნ. ἐπιτίμιον [epitimion] — „სასჯელი“) — საეკლესიო სასჯელის ზოგადი სახელწოდება, საეკლესიო წესების დამრღვევი სასულიერო თუ საერო პირის დასჯა სასულიერო ხელისუფლების მიერ. კონკრეტულად გულისხმობს ისეთ სასჯელს, როგორიცაა: შეგონება, მონანიება, უზიარებლობა, ხარისხის აყრა, ეკლესიიდან განკვეთა და სხვ. მისი გამოტანის უფლება მხოლოდ მღვდელმთავარს აქვს.
ქრისტიანული ეკლესია დისიპლინარულ საეკლესიო სასჯელებს სამოძღვრო-პედაგოგიური ხასიათის ღონისძიებად მიიჩნევს, რითაც არსებითად განასხვავებს მათ სამოქალაქო სასჯელების დანიშნულებისა და მიზნებისგან; განიხილავს მას არა როგორც სანაცვლო მისაგებელს ჩადენილი დანაშაულისათვის დამნაშავის დასჯის მიზნით, არამედ თვლის, რომ ეპიტიმიის მიზანია მონანულის სულიერი კეთილდღეობისათვის ზრუნვა და მას აღმზრდელობით ფუნქციას აკისრებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ეკალაძე ზ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 29.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ეპიტიმია — Civil ენციკლოპედიური ლექსიკონი (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა).